„ეს არ არის ჰელოუინის ფოტო“ – ბექა წიქარიშვილი საშინელ ავარიაში მოყვა

© Photo: Beqa Tsiqarishvili / FBბექა წიქარიშვილი
ბექა წიქარიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბექა წიქარიშვილი საზოგადოებას დაამახსოვრდა სლოგანით „ბექა კრიმინალი არ არის“, რომელიც მისმა მეგობრებმა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მოიფიქრეს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ ერთ-ერთი ლიდერი ბექა წიქარიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ხუთი დღის წინ ავარიაში მოხვდა, რის გამოც სამი ნეკნი და ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.

„ოპერაცია დამჭირდა თვალბუდის ქვედა ნაწილში, სადაც დარტყმის შედეგად შევარდნილმა ყვრიმალის ძვალმა გვერდით მდებარე ძვლის ფირფიტა ჩაამსხვრია (მის ადგილას ახლა ტიტანის ბადეა), გასწორდა და დაფიქსირდა ყვრიმალის ძვალიც და რაც მთავარია რიგზეა სასწაულებრივად გადარჩენილი მხედველობა“, – წერს წიქარიშვილი.

ბექა წიქარიშვილი საზოგადოებას დაამახსოვრდა სლოგანით „ბექა კრიმინალი არ არის“, რომელიც მისმა მეგობრებმა რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მოიფიქრეს, როდესაც ბექას მარიხუანის მოხმარებისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. შემდეგ იყო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მიმდინარეობდა და რომელიც ღამის კლუბებში სპეცოპერაცების შემდეგ დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0