დედა სიდონია

„ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც“ დედა სიდონია

688
(განახლებულია 15:10 01.11.2019)
წმინდა სინოდმა მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა, რის შემდეგაც პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი მონაზონი, დედა სიდონია წმინდა სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და საპატრიარქოს წარმომადგენლებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.

„ამ ფორიაქში მთავარი დაგვავიწყდა ყველას, ახლა ვიღაცას შია, ვიღაც იყინება, ვიღაც ტირის. მიინავლა ადამიანობა, კაცთმოყვარება!“ – წერს დედა სიდონია.

სასულიერო პირი აღნიშნული პოსტის კომენტარებში წერს, რომ დღეს საზოგადოების რეაქცია რეფლექსია იყო, ხვალ–ზეგ კი უფრო მძიმე იქნება.

„დღეს საზოგადოების რეაქცია იყო რეფლექსია. ხვალ, ზეგ უფრო მძიმე იქნება. ხოლო როცა სულიერად უკიდურესად გაგვიჭირდება, ისევ მოვძებნით ქრისტეს. ნუ შევშინდებით. ყველას მხნეობა მისცეს უფალმა, ჩვენს პატრიარქსაც და მეუფე პეტრესაც. ჩემთვის თანაბარი ტკივილია ორივე იერარქი, ორივე უფლის გზაზე მდგარი“, – წერს დედა სიდონია.

წმინდა სინოდმა გუშინ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენა, რის შემდეგაც პეტრე ცაავამ სინოდის სხდომა დატოვა და ჟურნალისტებთან სკანდალური განცხადება გააკეთა.

688
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
საბავშვო ბაღი

თბილისის საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ხელფასები იზრდება

57
(განახლებულია 11:18 13.08.2020)
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. ახალი სააღმზრდელო წლიდან დედაქალაქის საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგებს სექტემბრიდან ხელფასები გაეზრდებათ>>

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, შრომითი ანაზღაურების ზრდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად ხორციელდება.

„დედაქალაქის მერთან ერთად წლის დასაწყისშივე დავიწყეთ მუშაობა ბიუჯეტის დაგეგმვაზე და მოხარული ვარ, რომ უკვე სექტემბერში არა მხოლოდ აღმზრდელები, არამედ ბაღში დასაქმებული 10 ათას 800-ივე თანამშრომელი გაზრდილ ხელფასს აიღებს“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისი თქმით, თბილისის ბაღებში თანამდებობრივი სარგო სხვადასხვა პოზიციაზე 10-დან 20 პროცენტამდე მოიმატებს.

კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ხელფასების მატების შედეგად, სახელფასო ფონდი წლიურად 8 მლნ 086 ათას 773 ლარით გაიზრდება.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შარშან ნოემბერში განაცხადა, რომ 2020 წლიდან სკოლის პედაგოგების პარალელურად, ანაზღაურება საშუალოდ 100 ლარით გაეზრდებათ საბავშვო ბაღების მასწავლებლებსაც.

57
თემები:
თბილისი დღეს
ნანუკა გუდავაძე, ბიძინა ივანიშვილი და ბერა ივანიშვილი

ბერა და ბერუკა ერთად ვარჯიშობენ - მუსიკოსი უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს

698
(განახლებულია 14:51 31.07.2020)
მუსიკოსი ბერა ივანიშვილის ვაჟი სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა ქვეყანას, თუმცა უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

პატარა ბერუკას მუსიკა მამამ უკვე შეაყვარა. ცოტა ხნის წინ ახალგაზრდა კომპოზიტორმა და შემსრულებელმა ვაჟთან ერთად ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ისინი როიალზე უკრავენ. „ჩემი მომავალი პიანისტი, მის თითებს დააკვირდით“, – წერდა ახალბედა მამა. ბერამ შვილს „იავნანაც“ დაუწერა და ვიდეო, სადაც ამ მუსიკაზე ბერუკა იძინებს, სოციალურ ქსელში განათავსა. ახლა კი შვილთან ერთად ვარჯიშობს. ბერუკას, როგორც ჩანს, მამასთან ერთად ვარჯიში ძალიან მოსწონს.

View this post on Instagram

😂❤

A post shared by @ beraivanishvili_fanclub on

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ოჯახში პატარა ბერუკა 2019 წლის 29 ნოემბერს გაჩნდა. როგორც ცნობილია, ბერამ და ნანუკამ შვილს სახელი მათი სახელების შერწყმის შედეგად დაარქვეს. ბერ (ბერ-ა) + უკა (ნან-უკა). ცოტა ხნის წინ ბერამ და ნანუკამ Instagram-ზე ახალშობილის უსაყვარლესი ფოტოები გამოაქვეყნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნანუკა გუდავაძემ სახლში იმშობიარა და მშობიარობას ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი მე­ა­ნი ესწრებოდა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრი­დან.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება. საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

698
თემები:
სელებრითების ცხოვრება
თბილისი

როგორი ამინდი იქნება თბილისში 15 აგვისტოს

0
(განახლებულია 11:26 13.08.2020)
შაბათს დედაქალაქში ზაფხულის მშვენიერი უნალექო ამინდი იქნება. მოსალოდნელია 30 გრადუსზე მეტი ტემპერატურა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით შაბათს, 15 აგვისტოს თბილისში მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი.

ტემპერატურა ღამით იქნება +19, ხოლო დღისით +30 გრადუსი.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით 17–22 მეტრამდე გაძლიერდება.

მზე 06:09 საათზე ამოვა და 20:00 საათზე ჩავა.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში