„და-ძმა ერთ დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო...“ – ემოციური პოსტი

© Photo: Pixabayპაციენტი
პაციენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოავარიის შედეგად და-ძმა – დათო და მთვარისა ბალახაშვილები დაიღუპნენ. ავარიის დროს მძიმედ დაშავდა გარდაცვლილების დედა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. რამდენიმე დღის წინ ახალციხე-ადიგენის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას და-ძმა ემსხვერპლა, ხოლო მათი დედა ამ დრომდე საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
ახალციხე-ადიგენის გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს წერს დაღუპულების და – მზიკო ბალახაშვილი, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში იმყოფება.

„და-ძმა ერთ დღეს დავკარგე და დედიკო გადამირჩინე ღმერთო. მეტი რაღა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში ამაზე მეტი, დავიღუპეეეე დედა. ცოცხალს მაინც ჩამოგისწრო, დეეე, ჩემო დედიკო“, – წერს მზიკო ბალახაშვილი.

ახალციხე-ადიგენის გზაზე ავტოავარიის შედეგად და-ძმა – დათო და მთვარისა ბალახაშვილები დაიღუპნენ. ავარიის დროს მძიმედ დაშავდა გარდაცვლილების დედა, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. ახალგაზრდების მამა რამდენიმე წლის წინ სიმსივნით გარდაიცვალა.

თვითმხილველთა ცნობით, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი სატვირთოს შეაჯახა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0