თბილისი მედიცინის საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლებს

© Sputnik / Denis Aslanovესთეტუკური მედიცინის ცენტრი „ნეო-ნეო“
ესთეტუკური მედიცინის ცენტრი „ნეო-ნეო“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დედაქალაქში დაგეგმილი ღონისძიება გააერთიანებს სამ გამოფენას, რომელიც ჯანმრთელობასა და სილამაზეს მიეძღვნება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში 8-10 ნოემბერს მედიცინის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება, ნათქვამია ღონისძიების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ექიმებს, შესაძლოა, ორზე მეტ კლინიკაში მუშაობა აეკრძალოთ >>

მედიცინის ფორუმი შედარებით ახალი ღონისძიებაა, რომელიც ორი გამოფენის – CAUCASUS HEALTH-ის და TBILISI BEAUTY-ს გაერთიანებით შეიქმნა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
1 იანვრიდან საქართველოს „ბაიკერი" ექიმები მოემსახურებიან

ფორუმის ფარგლებში საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo-Georgia-ს ტერიტორიაზე გაიმართება ერთბაშად სამი გამოფენა: CAUCASUS HEALTHCARE – სამედიცინო ტექნიკისა და აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა, TBILISI BEAUTY – ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო გამოფენა და TBILISI DENTAL SHOW – სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიური აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოფენა, განსაკუთრებით ქალბატონებისთვის, არის TBILISI BEAUTY. ღონისძიების სტუმრები შეიტყობენ სილამაზის ინდუსტრიის სიახლეების შესახებ, გამოცდიან სხვადასხვა პროცედურებს, ასევე სხვადასხვა ესთეტიკური ცენტრების ფასდაკლებებს მიიღებენ.

გამოფენების პარალელურად საქართველოს სტომატოლოგების ასოციაცია გამართავს კონფერენციას, რომელიც აღნიშნული სფეროს სიახლეებს მიეძღვნება. კონფერენცია მედიცინის ფორუმის ერთგვარი დასკვნითი ღონისძიება გახდება.

ყველა ახალი ამბავი
0