მიხეილ ბატიაშვილი

საქართველომ განათლების რეფორმის განსახორციელებლად უცხოეთიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა

60
(განახლებულია 19:36 30.10.2019)
ხელისუფლების გეგმის თანახმად, საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა, რომელიც ოთხ წელს გაგრძელდება, ყველა მიმართულებას მოიცავს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების სისტემაში რეფორმების განსახორციელებლად საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან 600 მლნ ლარი მოიზიდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პროგრამის „განათლება დასაქმებისთვის" (Skills4Jobs) მეორე ფაზის გახსნაზე განაცხადა, რომელიც პროექტის „დასაქმება და პროფესიული განათლება და გადამზადების" ნაწილია. მეორე ფაზა ხუთ წელზეა გათვლილი და მისი ბიუჯეტი დაახლოებით 49 მლნ ევროა.

რაც შეეხება მთლიანად პროექტს, საქართველო მას ევროკავშირთან თანამშრომლობით ახორციელებს. მისი მთავარი მიზანი - ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების პროფესიული სიახლეებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარებაში ხელშეწყობაა, რაც მომავალში მათ დასაქმებაში დაეხმარება.

საქართველოში განათლების მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა მოამზადეს რეფორმის ათი პაკეტი, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. დაგეგმილია ინფრასტრუქტურის განვითარება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, ასევე უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა.

განათლების სამინისტრო ასევე გეგმავს „ახალი სკოლის მოდელის" დანერგვას, რაც ითვალისწინებს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც თითოეულ მოზარდს საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს და უზრუნველყოფს მას ისეთი ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა XXI საუკუნეში.

რეფორმა გაგრძელდება და მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად გადაიქცეს და რეგიონში ლიდერი გახდეს.

60
თემები:
განათლება საქართველოში (320)
პალატა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 33–მდე გაიზარდა

26
(განახლებულია 10:57 29.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტთა რაოდენობა 33-მდე გაიზარდა, შესაბამისი ინფორმაცია გავრცელდა ვებ-გვერდზე stopcov.ge.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 314-ით გაიზარდა და 5866-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 2324 ადამიანი, გარდაიცვალა – 33, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

26
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი კეკელიძე

კითხვა შემიძლია ყველგან საქართველოში ახალი პროექტი დაიწყო

5
(განახლებულია 09:51 29.09.2020)
კორონავირუსის პანდემიის პირობებში გიორგი კეკელიძე წიგნის მოყვარულებს მორიგ სახალისო კონკურსს სთავაზობს

თბილისი, 29 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გამომცემლობა Palitra L–თან ერთად სახალისო კონკურსი დაიწყო.

კეკელიძე ხშირად ახორციელებს საინტერესო კონკურსებს, ამჯერად მან საკუთარ Facebook–გვერდზე კონკურსის „კითხვა შემიძლია ყველგან“ დაწყება დააანონსა, რომელსაც შეუერთდა საგამომცემლო სახლი Palitra L. 

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე – საყვარელ,  მყუდრო ან თუნდაც უცნაურ ადგილას – გადაღებული ფოტოსურათი Facebook–გვერდზე გამოაქვეყნოს ჰეშთეგით #კითხვაშემიძლიაყველგან.

 „რამდენადაც კითხვა სტრესს ამცირებს, გვაქცევს უფრო გულისხმიერ და საუკეთესო თანამოსაუბრედ, აუმჯობესებს ჩვენს მეხსიერებას და აზროვნებას, ჩვენ გვინდა მაქსიმალურად წავახალისოთ ეს პროცესი“, – განაცხადა Palitra L–ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა მარიამ აბდუშელიშვილმა.

სასურველია, რომ ფოტოზე ჩანდეს მთავარი გმირი, რომელიც კითხულობს. გამომცემლობა ორ საუკეთესო ფოტოსურათს შეარჩევს, რომელთაც მის გვერდზე გამოაქვეყნებს, ავტორები კი საჩუქრებს მიიღებენ.

გიორგი კეკელიძე ქართველი პოეტი, ესეისტი ტელეწამყვანი, პრემია „საბას“, „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, ელექტრონული ბიბლიოთეკა lib.ge–ის დამფუძნებელია, რომელიც აქტიურად ეწევა კითხვის პოპულარიზაციას. იგი 2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორია.

5