მამია გავშელიშვილი და ანუნა იაშვილი

ვინ არის ცნობილი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა ფოტოები

2288
(განახლებულია 16:15 28.10.2019)
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია, წერს ფეხბურთელის მეუღლე.

თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელმა, ნიჭიერმა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა სიმსივნე დაამარცხა და მალე მოედანს დაუბრუნდება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეხბურთელის მეუღლე ანუნა იაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, მამია სრულიად გამოჯანმრთელებულია და სულ მალე ვარჯიშზე შეუერთდება გუნდს.

„კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი საუკეთესო სპორტი და საუკეთესო ადამიანების სპორტია", – წერს ანუნა იაშვილი.

მამია გავაშელიშვილი „ლოკომოტივის“ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ეროვნულ ლიგა 2-ში გატანილი გოლებით რეკორდსმენია. 2014-2015 წლების სეზონში (პლეი-აუტების ჩათვლით) მან 47 გოლი გაიტანა. 24 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონისთვის მზადება „ლოკომოტივთან“ ერთად დაიწყო, მაგრამ იანვარში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და მას შემდეგ თურქეთში მკურნალობდა.

2288
თემები:
სელებრითების ცხოვრება (843)