ჯანდაცვის სამინისტრო

რაზე შეთანხმდნენ ჯანდაცვის სამინისტრო და აქციის მონაწილე დევნილები

48
ჯანდაცვის სამინსიტროში საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეჰპირდნენ

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. დევნილები, რომლებიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციებს მართავდნენ, სახელმწიფოსგან დროებით თავშესაფარს მიიღებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჯანდაცვის სამინისტროში 40-მდე დევნილ ოჯახს დროებითი თავშესაფრით დაკმაყოფილებას შეჰპირდნენ, რომელთა დაკანონებას ისინი, სურვილის შემთხვევაში, შეძლებენ, ხოლო სხვები კი კუთვნილ ბინებს დაელოდებიან.

დევნილები თბილისში მიტინგს მართავენ, სამინისტრო კი მათ განცხადების დაწერისკენ მოუწოდებს>>

„ეს დიდი გამარჯვებაა. სამინისტრო მზადაა, მისცეს მათ თავშესაფარი, ვიდრე ეს ადამიანები მიიღებენ უკვე თავიანთ კუთვნილ საცხოვრებელ ფართებს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბესო შენგელიამ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოიეში ბინების გადაცემის მოთხოვნით საპროტესტო აქცია ერთი თვე მიმდინარეობდა.

აქციის მონაწილეები ჯანდაცვის სამინისტროს კომისიის მოქმედ წევრებს, რომლებიც ფართების განაწილების საკითხებს განიხილავენ, კორუფციაში ადანაშაულებდნენ. ისინი მოითხოვდნენ ახალი კომისიის შექმნას  და ბინებით დროულად დაკმაყოფილებას.

ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, აცხადებდა, რომ აქციის მონაწილეთა უმრავლესობას ბინის მისაღებად საკმარისი ქულა არ ჰქონდა და, შესაბამისად, საცხოვრებელი ფართები მათზე მაღალი ქულის მქონე დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა. უწყების ცნობით, გარდა ამისა, აქციის მონაწილე პირთა ნაწილს კერძო საკუთრება აღმოაჩნდა, ნაწილი რეგიონშია დარეგისტრირებული, რამდენიმე ოჯახს კი აპლიკაცია არ ჰქონდა შევსებული და, შესაბამისად, სამინისტრო მათ საცხოვრებელ ფართს ვერ გადასცემდა.

ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გრძელდება: დევნილებმა მინისტრის კაბინეტში შეჭრა სცადეს>>

სამინისტროსთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ, დევნილები საპროტესტო აქციებს უკვე აღარ გამართავენ.

48
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (115)