შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილმა ახალგაზრდობის სურათი გამოაქვეყნა - მისი სილამაზე აღფრთოვანებას იწვევს

5270
(განახლებულია 10:24 28.10.2019)
შორენა ბეგაშვილი „რუსთავი 2"- ს დაუბრუნდა. მალე არხის ეთერში მსახიობის საავტორო გადაცემა „შორენას ეფექტი" გამოვა. როგორც სექს-სიმბოლო აღნიშნავს, დაინტერესებული მაყურებლის ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გულახდილად უპასუხებს. მანამდე კი, თინეიჯერობის მორიგ ფოტოს აქვეყნებს...

სასოწარკვეთილი ახალგაზრდობის მიუხედავად, როგორც შორენა აღნიშნავს, მისი სიძლიერე გადატანილმა პრობლემებმა განაპირობა. ყველას კარგად ახსოვს შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრების დეტალები, ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კარიერული პროგრესი თუ კაბების რაოდენობა. ადამიანები მას აკრიტიკებენ, თუმცა თბილისში ის ქმნის ტრენდს. ბოლო დროს საზოგადოება შორენას პლასტიკურ ოპერაციებზე აქტიურად საუბრობს. ადამიანების გავრცელებული ჭორების საპირისპიროდ შარმიანი მსახიობი ახალგაზრდობის სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს.

რუსთავში დაბადებული და გაზრდილი მსახიობი, რთული ცხოვრების მიუხედავად, ფეხზე დამოუკიდებლად წამოდგა. მსახიობმა საკუთარი სახსრებით წარმატებული კარიერა შეიქმნა. მისი  საუკეთესი მეგობრები ქართველი ვარსკვლავები არიან, რომლებიც შორენას ყველა რთულ სიტუაციასა თუ ლხინში ზურგს უმაგრებენ. რამდენიმე ხნის წინ შორენა ბეგაშვილმა იუსტიციის სახლიდან განქორწინების მოწმობა გამოაქვეყნა. მსახიობი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესთან დაშორებაზე ხმამაღლა არ საუბრობს და მედიას თავს არიდებს.

„ინსტაგრამის სთორიზე" გაზიარებულ ფოტოს შორენას ნორჩი სახე და ბუნებრივი გამომეტყველება კარგად ეტყობა. მსახიობს იმ დროისთვის მოდური წითელი თავსახვევი, ყვავილბიანი კაბა და ვარდისფერი ხელჩანთა ამშვენებს. სავარაუდოდ, ფოტო ევას მამის გაცნობის პერიოდშია გადაღებული. ახლა საზოგადოება შორენას მიერ დაანონსებულ გადაცემას მოუთმენლად ელის.

5270
თემები:
სელებრითების ცხოვრება (857)