თბილისის აეროპორტი

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე - „რაინეარი“ფრენებს იწყებს

104
(განახლებულია 11:09 25.10.2019)
პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „რაინეარი“ (Ryanair) თბილისისა და ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართულ მხარესა და ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 21 აგვისტოს გაფორმდა, ხოლო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ 24 ოქტომბერს მიენიჭა.

პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 6 ნოემბერს შესრულდება.

სააგენტოს ცნობით, ფრენები მილანი-თბილისი-მილანის, მარსელი-ქუთაისი-მარსელის და ბოლონია-ქუთაისი-ბოლონიას საჰაერო ხაზებზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:

მილანი-თბილისი-მილანი – 6 ნოემბრიდან, კვირაში ოთხი სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას;

მარსელი-ქუთაისი-მარსელი – 7 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;

ბოლონია-ქუთაისი-ბოლონია – 9 ნოემბრიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და შაბათს.

ავიარეისები ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, Boeing B737 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

„რაინეარი“ ირლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაფუძნდა. სათაო ოფისები : შვეიცარიაში, დუბლინსა და ირლანდიაში აქვს. ძირითადი საექსპედიციო ბაზები დუბლინსა და ლონდონის სტენტის აეროპორტებშია.  2016 წელს რეინეირი ყველაზე მსხვილ ევროპულ კომპანიად დასახელდა, რომელიც მგზავრების რეკორდულ მაჩვენებელს მოემსახურა.

104
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (156)
მესტიის ცენტრი

მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია

15
რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები

თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. მესტიაში ინფიცირებულთა ყველა ადგილობრივი კონტაქტი დადგენილია, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კონსტანტინე გვეტაძემ.

რამდენიმე დღის წინ სვანეთში, კერძოდ, მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა შემთხვევა უკავშირდებოდა სოფელ ლენჯერს. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მესტიაში საკარანტინო შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო და ახალი ინფიცირებულების გამოსავლენად რეგიონში ეპიდემიოლოგები გაგზავნა.

გვეტაძის თქმით, მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება.

„ფაქტობრივად, მესტიის მუნიციპალიტეტის 90% უკვე მოცულია, თავისი სოფლებით, თავის დაბით. დღეს კიდევ დაემატა აღებული 246 ნიმუში და ჯამში რაც ეს პროცესები დაიწყო, 3 367 ადამიანია გატესტილი. ჩანს, რომ დაზარალებულ ზონაში დადასტურებული შემთხვევების მატება არის ძალიან ცოტა“, - განაცხადა გვეტაძემ.

დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც განაცხადა, რომ  თბილისში სულ 14 კოვიდინფიცირებულია, ვისი ინფიცირების წყაროც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.

„ბოლო დღეებში თბილისში ათასამდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო ორი კვირის განმავლობაში. აქედან ცხრა გუშინ გამოვლინდა. მანამდე იყო კიდევ შემთხვევა გამოვლენილი. ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში, ვისი ინფიცირებაც მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას უკავშირდება“, – აღნიშნა იმნაძემ.

მესტიაში არსებული საკითხების გადასაჭრელად სპეციალურად შექმნილი რეგიონული შტაბი მუშაობს.

რთული ეპიდემიური ვითარების გამო მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, პროდუქტების მაღაზიები, ბანკები და ღია ცის ქვეშ განთავსებული კვების ობიექტები.

მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, 2018 წლის 1 იანვრის მონაცემებით, 9 511 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 132 დასახლებული პუნქტია, მათ შორის ქალაქის ტიპის ერთი დასახლება – მესტია.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 15-ით გაიზარდა და 1321-ს მიაღწია. ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 1088 ადამიანი, გარდაცვლილია – 17, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7597, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 261 პაციენტია. პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად დღეისათვის სულ 300 ათასი PCR-ტესტი გაკეთდა.

იმნაძე მოსახლეობას აფრთხილებს: რა ხდება ქობულეთში >>

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

15
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნინო ნადირაძე

„ჩემმა გარდერობმა დაილაპარაკა...“ - ნინო ნადირაძე შოკის მომგვრელ ფოტოს აქვეყნებს

1413
(განახლებულია 15:04 31.07.2020)
ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ სახლში მისმა გარდერობმა საუბარი დაიწყო. ნახეთ, რა „უთხრა“ ტანსაცმლის კარადამ კარდიოლოგს.

ცნობილი კარდიოლოგის და ტელეწამყვანის „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულმა ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები აღაფრთოვანა. როგორც მსახიობი ია ფარულავა წერს, „ძველი ნინო დაბრუნდა“, რაზეც კარდიოლოგმა ხუმრობით უპასუხა, რომ კარანტინის პერიოდში ამოჩემებული სპორტული სტილი „გადააგდო“ და ისევ მოდურად ჩაცმა გადაწყვიტა, რადგან მისმა გარდერობმა სპორტული სტილი „დაუწუნა“.

ბოლო დროს კარდიოლოგი ხშირად აქვეყნებდა ფოტოებს, სადაც უმაკიაჟოდ იყო და წერდა, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მაკიაჟზეც უარი თქვა და ცნობილ ბრენდებზეც. ნინო ნადირაძე-კუზანოვაზე მოგახსენებთ, რომელიც ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.

View this post on Instagram

#stayhome #nogucci #noversace #nomakeup

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც ოთხი წელი აშენებდნენ. სახლს დიდი ეზო აქვს და სამ სართულზე სხვადასხვა ოთახებია განაწილებული. მისაღები და სამზარეულო, ასევე გუგას კაბინეტი პირველ სართულზეა. მეორე სართულზეა განთავსებული საძინებლები აბაზანებით. მესამე სართულზე ბარია, ასევე ნინოს დიდი საგარდერობო ოთახი. სახლს დიდი ტერასები აქვს, რომლებიც ჯერ არ არის ბოლომდე ათვისებული, ისევე, როგორც ეზო. ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა Instagram-ზე საგარდერობო ოთახის ვიდეო გამოაქვეყნა. სოციალური ქსელის მომხმარებლები მისი სიდიდით შოკირებული არიან.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

კუზანოვების ოჯახის ყველაზე ხშირი სტუმარი მასმედია ხდება. კარდიოლოგი დიდი სიხარულით მასპინძლობს სხვადასხვა გადაცემებს და ტელეეკრანებზე ინტენსიურად ჩნდება.

1413
თემები:
სელებრითების ცხოვრება