სახელმწიფო აუდიტი „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების კამპანიით დაინტერესდა

© FB / Kakha Kukavaკახა კუკავა
კახა კუკავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტიამ „თავისუფალმა საქართველომ“ იაფი მედიკამენტების დარიგება დაიწყო

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამის ირგვლივ მოკვლევა დაიწყო, დაწერა პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ საკუთარ Facebook-გვერდზე.

„ორ-სამჯერ იაფია” - კახა კუკავა მედიკამენტებს თავის ფასში გაყიდის >>

„ჯანდაცვის სამინისტროსგან „თავისუფალმა საქართველომ“ მიიღო მედიკამენტების იმპორტის და რეალიზაციის ნებართვები. ამდენად, პარტია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაწყებული მოკვლევის მიუხედავად, იაფი მედიკამენტების კამპანიას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
ვინ შეძლებს მედიკამენტების 1 ლარად შეძენას?

პარტიის ლიდერმა  მოუწოდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ საქმის წარმოება დროულად დაასრულოს, რაც იქნება იმის გარანტია, რომ დაინტერესებული პირები და, პირველ რიგში, სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები, საქართველოს მთელი მასშტაბით საჭირო, ხარისხიან და იაფ მედიკამენტებს მიიღებენ.

„ჩვენ გავაგრძელებთ ამ კამპანიას და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს დაპირებას, მიუხედავად იმისა, თუ რა შეფერხებებს შეგვიქმნის მაფია და მის მიერ კონტროლირებადი ცალკეული ინსტიტუტები“, - განაცხადა კუკავამ.

პარტიის ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით სექტემბრის ბოლოს საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა. მისი განცხადებით, მონოპოლისტი კომპანიების გამო საქართველოში წამლები ორ-სამჯერ ძვირი ღირს, ვიდრე თურქეთში, სომხეთსა თუ რუსეთში. მისი თქმით, მაღალი ფასების მიუხედავად, წამლების ხარისხი საქართველოში ბევრად უარესია, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში.

წითელი ჯვარი თბილისში ღარიბებს დაეხმარება >>

ამავე დროს, საქართველოში 2017 წლის 1 ივლისიდან აამოქმედა პროგრამა, რომლის მიხედვითაც ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების შეძენა სიმბოლურ ფასად - 1 ლარად არის შესაძლებელი. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ სოციალურად დაუცველ პირებს, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000 ქულას, ასევე პენსიონერებს, შშმ პირებს, შშმ ბავშვებს, პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებულ პირებს.

ყველა ახალი ამბავი
0