საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო აცრები ერთი კვირის დაგვიანებით დაიწყება

© photo: Sputnik / Alexander Galperin / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პირველ რიგში ვაქცინით უზრუნველყოფილი იქნებიან ორსულები, მედპერსონალი და ჯარი.

თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მოქალაქეების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბერში დაიწყება, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

გასული წლის დეკემბერ-იანვარში საქართველოში მძვინვარებდა H1N1 ტიპის გრიპის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი". H1N1-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 22-ს მიაღწია. ბოლო მონაცემებით, 100 ათას ადამიანზე დაავადების 104 შემთხვევა იყო. ეპიდემიად მიიჩნევა, როდესაც 100 ათას ადამიანზე დაავადებულთა რაოდენობა 450 ადამიანს შეადგენს.

პაატა იმნაძე - Sputnik საქართველო
იმნაძე: ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 95 პროცენტია წითელაზე აცრილი

როგორც გამყრელიძემ განმარტა, წელს გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი ვაქცინის მიწოდებამ ერთი თვით გადაიწია, რადგან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ერთი თვით გვიან გააკეთა პროგნოზი, თუ რა შტამები ცირკულირებს ზამთარში. ამის გამო ვაქცინის მწარმოებლებმა ოთხკომპონენტიანი ვაქცინის წარმოება დააგვიანეს.

„კონტრაქტის მიხედვით, მათ 25 ოქტომბერს უნდა მოეწოდებინათ, მაგრამ ბოლო ინფორმაცია, რაც გუშინწინ მივიღეთ, არის ის, რომ 29 ოქტომბერს მოგვაწვდიან აღნიშნულ ვაქცინას. ჩვენთან ეს 100 ათასი დოზა წინასწარ არის განაწილებული რისკ-ჯგუფებზე. ეს გახლავთ: ორსულები, მოხუცებულთა სახლები, ბავშვთა სახლები, სამედიცინო პერსონალი და ჯარი. შესაბამისად, ჩვენ ვეცდებით, რომ ნოემბრის პირველი რიცხვებიდან მოხდეს რისკ-ჯგუფების ვაქცინაცია, შემდეგ ვნახავთ, როგორი იქნება მოთხოვნილება", – განაცხადა გამყრელიძემ.

სპეციალისტები ნოემბრიდან ინფექციური, ვირუსული დაავადებების შემთხვევების სერიოზულ მატებას ელოდებიან.

„როგორც შარშან, ალბათ გვექნება ე.წ. თავისუფალი დღეები, როდესაც უკვე არა მარტო რისკ-ჯგუფებს, არამედ მოსახლეობის ფართო ფენებსაც მოვუწოდებთ, რომ აიცრან", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ ეს ვაქცინაცია უფასო იქნება.

წელს სახელმწიფო 100 ათასი ადამიანის აცრას დააფინანსებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც რისკ-ჯგუფებში შედიან. დანარჩენი მოქალაქეებისთვის აცრა ფასიანია და 30-დან 50 ლარამდე ღირს.

ყველა ახალი ამბავი
0