„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 18 ოქტომბერს

© photo: Sputnik / Stringerთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 ოქტომბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I, X კვარტლების, კახეთის გზატკეცილის, შუამთის, თრიალეთის და კალოუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი დიდი ლილოს, თვალჭრელიძის და მშვიდობის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი-მუხიანის გადასასასვლელის, მუხიანის ნაკვეთების, ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, მუხიანი II მიკრორაიონის, თემქის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ქობის, რეზო გაბაშვილის, ქუჯი ერისთავის, ლევან რჩეულიშვილის, ევგენი ღვალაძის, გობრონიძის, ბობოხიძის, ავშნის, ლერი ლაგურაშვილის, ლურჯქედის, საგუბარის და ავჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი კიკეთის და ბეთანიის მაცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერიძის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ჭონქაძის და ინგოროყვას ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, თინათინის, ცაგარელის, შმიდტის, ბურძგლას და საირმის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, სანდრო მირიანაშვილის, დემეტრე თავდადებულის, შალვა ახალციხელის და ნიკოლოზ სვანიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას და ახმეტელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შოთა ნადირაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ყველა ახალი ამბავი
0