აკაკი გოგიჩაიშვილი ნინო ხაჟომია

„მღვდელთან ჩხუბი მომივიდა, ანათემაზე ხარ გადასაცემი ხელოვნური განაყოფიერება რომ გაიკეთეო“

7124
(განახლებულია 18:13 17.10.2019)
ჟურნალისტის თქმით, როცა საბა წლინახევრის იყო, ის და მისი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩადგნენ და რადგან შვილად აყვანის ლეგალური გზა აირჩიეს, დაახლოებით 10 წელი მოუწიათ ლოდინი.

სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნინო ხაჟომიას ემოციური ისტორია ქვეყნდება. როგორც ნინო ამბობს, ბიოლოგიური მონაცემებით უშვილო უნდა ყოფილიყო, თუმცა მან და მისმა მეუღლემ, ტელეწამყვანმა აკაკი გოგიჩაიშვილმა გადაწყვიტეს „ინ ვიტრო“ განაყოფიერებისთვის მიემართათ. ახლა უკვე 13 წლისაა მათი შვილი საბა, რომელიც „ინ ვიტრო“ განაყოფიერებით არის გაჩენილი.

„წლების მერე ერთ-ერთ მღვდელთან მომივიდა სერიოზული ჩხუბი, რომელმაც მითხრა, ანათემაზე ხარ გადასაცემი, რადგან გაბედე, ღმერთის ნების წინააღმდეგ წახვედი და ხელოვნური განაყოფიერება გაიკეთეო. ღმერთს უნდოდა შენ უშვილო ყოფილიყავიო. ამაზე ჩემი პასუხი საკმაოდ მკვახე იყო. რამდენიმე ათეული წლის წინ გადაცემაში „60 წუთი“ გავაკეთე გამოძიება კოჯრის ბავშვთა სახლში მცხოვრებ სამი წლის ასაკის ბიჭზე და მის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე. მახსოვს ერთი კადრი: 3 წლის ბავშვმა თავისი ტანსაცმელი დაკეცა და ფეხსაცმელთან ერთად ძილის წინ ბალიშის ქვეშ ამოიდო, რომ სხვებს არ წაერთმიათ და მეორე დღეს შიშველი არ დარჩენილიყო. ეს იყო შოკისმომგვრელი სცენა ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. მაშინ გავიფიქრე პირველად, რომ რამდენი შვილიც არ უნდა გამჩენოდა, ერთ ბავშვს მაინც ვიშვილებდი და ოჯახურ მზრუნველობას მივცემდი“, – ამბობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, როცა საბა წლინახევრის იყო, ის და მისი ქმარი შვილად აყვანის მსურველ ოჯახთა მოლოდინის რიგში ჩადგნენ და რადგან შვილად აყვანის ლეგალური გზა აირჩიეს, დაახლოებით 10 წელი მოუწიათ ლოდინი, რის შემდეგაც ერთ დღესაც ნიკოლოზი გამოჩნდა, რომელიც იმ დროს 9 თვის იყო. 

„მოგვიანებით შევიტყვე, რომ ნიკოლოზი ე.წ. ყველასგან „დაწუნებული ბავშვი“ იყო… წინა ღამით არ მეძინა. ეს იყო ყველაზე კრიზისული ღამე ჩემს ცხოვრებაში. უეცრად შემეშინდა ყველაფრის. შემეშინდა იმის, რომ რაღაც მომენტში მეტი ყურადღება არ მიმექცია საბასთვის და ნიკოლოზი არ გადასულიყო მეორე ადგილას, რომ არ მეგრძნო უცებ, რომ შეცდომა დავუშვი. ეს იყო ბრძოლების ღამე, რომელიც ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულდა. გადაწყვეტილება მივიღე“, – იხსენებს ჟურნალისტი.

მისი თქმით, დაინახა თუ არა პლედში გახვეული ბავშვი, მიხვდა, რომ ის მისი შვილი იყო, რომელსაც 10 წელი ელოდა. ჟურნალისტი ფიქრობს, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ბიოლოგიურ შვილს გააჩენ, მუცლად ატარებ, თუ აიყვან. მთავარია ის ამაგი, მზრუნველობა და სიყვარული, რომელიც ბავშვის მიმართ გაქვს.

„ყველაზე მეტად მანგრევს ის სტრეოტიპი, როცა მეუბნებიან, რატომ უნდა იცოდეს ბავშვმა რომ აყვანილია, ეს მისთვის სტრესული იქნებაო. ვფიქრობ, რომ სტრესი მაშინ ექნება, თუ დავუმალავ და მაინც ე.წ. „კეთილისმოსურნეებისგან“ გაიგებს ამ ამბავს“, – ამბობს ნინო ხაჟომია.

მისი აზრით, ბავშვმა აუცილებლად უნდა გაიგოს იმის შესახებ, თუ ვინ არიან მისი ბიოლოგიური მშობლები.

„მუდმივად ვფიქრობ, ვიეჭვიანებ თუ არა, როცა გაიზრდება, ნიკას დედამისის ნახვა და მასთან ცხოვრება რომ მოუნდეს. ამ დროს საკითხს ასე ვსვამ: თუ ჩვენ, მშობლებს, შვილი იმისთვის არ გვინდა, რომ სიბერეში მოგვიარონ და „ამაგი“ დაგვიბრუნონ, არამედ იმისთვის, რომ ინდივიდებად და მოსიყვარულე ადამიანებად გავზარდოთ, არანაირი ეჭვიანობის საფუძველი არ არსებობს“, – ამბობს ჟურნალისტი.

7124
რთველი

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს

16
(განახლებულია 14:10 09.07.2020)
მთავრობა რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონ ლარს დახარჯავს, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეისყიდის კიდეც

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მეხუზლას თქმით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს შეეხება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიაში „კახური მწვანეც" აღმოჩნდა.

„მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, განსაკუთრებით ყურძნის ისეთი ჯიშების, როგორიცაა „რქაწითელი" და „კახური მწვანე", რომელთა ფასიც 80 თეთრზე დაბალი არ იქნება", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

„ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში", - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, თუ აუცილებლობა იქნება, სახელმწიფო ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება.

ამასთან, პრემიერმა მოკლე ექსკურსი გააკეთა და აღნიშნა, თუ რამდენად წარმატებული იყო გასული წლები ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის.

„2019 წელი იყო რეკორდული - საქართველოდან 94 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. 2012 წელს ქართულ ექსპორტში მეღვინეობის წილი მთლიანობაში დაახლოებით 2.5% იყო, დღეს კი 6%-ია", - განაცხადა გახარიამ..

საქართველოში რთველის სეზონი სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება. იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლებამ მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ზრუნვა გადაწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში პრემიერის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იქნა მიღებული..

16
თემები:
საქართველოს მთავრობა
ნინო ნადირაძე

„აწყობილიაო არავინ თქვა?...“ - ნინო ნადირაძე პიკანტურ საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

68
(განახლებულია 11:39 09.07.2020)
ექიმი და ტელეწამყვანი ზაფხულის დღეებს საკუთარი სახლის ეზოში ატარებს. ასეთი სექსუალური ნინო ნადირაძე ჯერ არ გინახავთ. როგორ გამოიყურება 47 წლის ტელესახე ცეცხლოვან ბიკინიში?

ნინო ნადირაძე ვირტუალურ სივრცეს სექსუალური სურათით იპყრობს. რთულად დასაჯერებელია, განსაკუთრებით კი ამ ცეცხლოვან ფოტოზე დაყრდნობით, თუმცა კარდიოლოგი 47 წლის არის. ის საკუთარ ასაკს დიდი ხნის მანძილზე საგულდაგულოდ მალავდა. საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა ცნობილი პლასტიკური ქირურგების ოჯახის წევრმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. ასეთი ნინო ნადირაძე ჯერ არავის უნახავს.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

სულ რამდენიმე თვეში ნინო ბებია პირველად გახდება. მისი უფროსი ქალიშვილი შვილს ელოდება, რომლის სქესს ახალბედა მშობლები არ ამხელენ. ნადირაძე ამ საპასუხისმგებლო მისიისთვის დიდი ენთუზიაზმით ემზადება. როგორც ინტერვიუებში თავად აღნიშნავს, ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ სულ მალე ბებია გახდება.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ბაია კუზანოვი სულ მალე დედა გახდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისმა ექიმმა დედამ რამდენჯერმე დაწერა. ოჯახი მოუთმენლად ელის პატარა ანგელოზის ქვეყნად მოვლენას, თუმცა გუგა და ნინა საკუთარ თავს ბებია-ბაბუად ვერ აღიქვამენ. მიუხედავად ამისა, ნინო ნადირაძე აღნიშნულით აღფრთოვანებულია და უფროს ქალიშვილს სხვადასხვა ვითარებაში სურათებს უღებს, შემდეგ კი საკუთარ მეგობრებს უზიარებს. „ყველაზე ლამაზი და „სვეცკი“ ორსული ხარ“; „როგორც ყოველთვის საოცარ ფორმაში ხარ“; „ბედნიერი დედა გამხდარიყავი“ – წერენ ბაიას გულშემატკივრები.

View this post on Instagram

2 თვეც და ბებია ვარ🥰🥰🥰🥰 @dr.gugakuzanov

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ცნობილია, რომ ბაია კუზანოვი მშობლების ნაბიჯებს იმეორებს და პროფესიულ განვითარებას მედიკოს ბაბუასთან ერთად ეწევა. ნინო ნადირაძე შვილიშვილისა და ბაბუის სურათებს საოპერაციოდან ხშირად აქვეყნებდა. ცნობილი ექიმი ბაბუის გარდა, გუგა კუზანოვიც უზიარებს ფეხმძიმე ქალიშვილს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო ნადირაძე სკანდალური განცხადებებით გამოირჩევა. ამ უკანასკნელმა პიკანტურმა სურათმა კი უამრავი ქალბატონი გააოგნა. მათ შორის აღმოჩნდა ნინოს მეგობარი და ცნობილი მსახიობი ია ფარულავა. აი, რას წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები და ნადირაძის ფანები: „რა გინდა ახლა შენ ჩვენგან?!“, „დასტური იმისა, რომ მაგარ ფორმაში ყოფნა ნებისმიერ ასაკში შეიძლება! Respect from Me!“, „არავინ დაწერა აწყობილიაო? ახლა ყველა დამუნჯდა, ეგრე გინდათ!“, „სუპერ ქალბატონი! მთელი ოჯახი ძალიან კარგები ხართ“.

68
თემები:
სელებრითების ცხოვრება