რა ელის დაგროვებით პენსიებს: სააგენტოს ხელმძღვანელი განმარტავს

© photo: Pension Agency / FBლევან სურგულაძე
ლევან სურგულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა, საბანკო დეპოზიტებზე განთავსების გარდა, ასევე ჩაიდება ფასიან ქაღალდებში, განაცხადა საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოქალაქეების დაგროვებული პენსიები ქართული კომერციული ბანკების საზღვარგარეთის დეპოზიტებზე განთავსდება, განაცხადა საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პირველი არხის ეთერში.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათას ლარზე მეტის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში აღარ მონაწილეობს.

ლიბერთი ბანკი - Sputnik საქართველო
რატომ დატოვეს დაგროვებითი პენსიის სქემა დასაქმებულებმა

„ახლა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს საბანკო ხელშეკრულებებზე სხვადასხვა ბანკებთან. ეს უნდა გავიაროთ. შესაბამისად, ბანკებთან საბოლოოდ უნდა შევთანხმდეთ და როგორც კი ხელშეკრულებების გავლა დასრულდება, თანხების განთავსება მაშინვე მოხდება. იქ სარგებელი გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე დღეს ერიცხება, დაახლოებით 11-12 პროცენტის ფარგლებში. ამ ეტაპზე დანაზოგებს დახლოებით ცხრა მილიონამდე სარგებელი დაერიცხათ. გრძელვადიან საბანკო დეპოზიტებზე დაახლოებით 260 მილიონი ლარი განთავსდება", – განაცხადა სურგულაძემ.

ამას გარდა, როგორც მან აღნიშნა, დეპოზიტებზე განთავსების შემდეგ დაგროვებული პენსიები ასევე ჩაიდება ფასიან ქაღალდებში, კერძოდ, სურგულაძის განცხადებით, საუბარია ობლიგაციებზე.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
რა ბედი ეწევა დაგროვებით საპენსიო ფონდს საქართველოში

სურგულაძის თქმით, სააგენტოს საინვესტიციო საბჭო განიხილავს თანხის საერთაშორისო ბაზრებზე განთავსების შესაძლებლობას.

1 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით საპენსიო სისტემის დატოვება შეეძლოთ ადამიანებს, რომლებსაც 2018 წლის 6 აგვისტომდე უკვე შეუსრულდათ 40 ან მეტი წელი. ფონდიდან გასვლის უფლება სულ 294,9 ათას ადამიანს ჰქონდა. დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული ადამიანების რაოდენობა მთლიანად დარეგისტრირებული ადამიანების რაოდენობის დაახლოებით 10% შეადგინა.

როგორც საპენსიო ფონდში აცხადებენ, რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. ერთი გრძელვადიანია და მოქალაქეების საპენსიო ასაკში უზრუნველყოფას გულისხმობს. მეორე კაპიტალის ადგილობრივი ბაზრის განვითარებაა.

ყველა ახალი ამბავი
0