Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ბაბუაჩემის პრეზიდენტობის დროსაც ვიყავი“– სოფო შევარდნაძე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისოფო შევარდნაძე
სოფო შევარდნაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო შე­ვარ­დნა­ძე ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. სო­ფოს ახლა რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დის.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილი ოჯახის შვილი, ჟურნალისტი სოფო შევარდნაძე აცხადებს, რომ ის სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ყოფილა.

როგორც შევარდნაძემ „ელის“ რუსულ გამოცემასთან აღნიშნა, მას სექსუალურად ავიწროებდნენ, მათ შორის ისეთ დროს, როცა მისი ბაბუა ედუარდ შევარდნაძე თანამდებობაზე იყო. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ ყოველთვის შეეძლო ხურდის დაბრუნება.

„თუ მამაკაცს ქალი სურს, მას არაფერი შეაშინებს, მაგრამ მე ყოველთვის შემეძლო თავის დაცვა. არასდროს მესმოდა, თუ არ გინდა, ხელი შეგახონ, ამას ყოველთვის აღუდგები წინ. მერე სხვა ქალებმა მითხრეს, რომ თქვენსავით ბევრს არ გამოსდის მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევაო. მერე დავფიქრდი, რომ ბევრი სხვადასხვა სიტუაცია არსებობს და ქალებს სხვადასხვა ბექგრაუნდი აქვთ. ძალიან ეგოისტურად ვფიქრობდი, რომ ყველა ქალს შეუძლია მამაკაცს უარი უთხრას. ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ მამაკაცებმა პატივი უნდა გვცენ როგორც პროფესიონალებს და არა იმიტომ, რომ ლამაზები ვართ“, – აცხადებს შევარდნაძე.

ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო შე­ვარ­დნა­ძე ბავ­შვო­ბი­დან ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია. სო­ფოს ახლა რუ­სეთ­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა აქვს, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­შიც ხში­რად ჩა­მო­დის.

ყველა ახალი ამბავი
0