„ძვირფასო ქალებო, ნურავინ მოგატყუებთ, რომ „კაცის მერე უნდა ამოიღოთ ხმა“ – გიორგი კეკელიძე

© courtesy of Giorgi Kekelidzeგიორგი კეკელიძე
გიორგი კეკელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასტიკი მკვლლელობა ხაშურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მძიმე დაზიანებები მიაყენა.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ხაშურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და იმ ქალს მიმართავს, რომელმაც ქმრის მიერ მოკლულ ახალგაზრდა ქალზე თქვა – „ვინც კაცის წინ იტლიკინებდა, იმას რაღაც მოხვდებოდა“.

ციხის საკანი - Sputnik საქართველო
ხაშურში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

„იმ ქალს, მოკლულ გოგონას რომ ჭკუას ასწავლის, ოდესღაც აუცილებლად ექნებოდა სხვა ოცნებები. მერე უთხრეს, რომ ეს ოცნებები რიგში უნდა ჩადგნენ, რადგან ჯერ კაცების ოცნებების ჯერია. რიგში ჩამდგარი ოცნებები კვდებიან. ჰოდა, ეს ქალი, საკუთარი ფიქრის სასაფლაოზე დამარხული ოცნებებით დადის. მძიმეა ეს სასაფლაო და ცდილობს სხვაც მას ჰგავდეს“, – წერს გიორგი კეკელიძე და ქალებს მიმართავს, ნუ მოატყუებინებენ თავს ნურავის და ხმა ამოიღონ უსამართლობაზე.

სასტიკი მკვლლელობა ხაშურში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალს მძიმე დაზიანებები მიაყენა. 30 წლის ნათია გოგალაძე საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე პოლიციამ დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წარსულში ნასამართლევმა მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0