„სვეტიცხოვლობაზე“ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Sputnik / Alexander Imedashviliავტოსადგომი მცხეთაში
ავტოსადგომი მცხეთაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

თბილისი, 13 ოქტომბერი -  Sputnik. „სვეტიცხოვლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ქალაქ მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა და პარკირება შეიზღუდება, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სვეტიცხოვლობა მცხეთაში - Sputnik საქართველო
სვეტიცხოვლობა: ტრანსპორტის შეზღუდვის გრაფიკი და დამატებითი რეისები

გავრცელებული ინფორმაციით, 13 ოქტომბერს, 21:00 საათიდან, დაიკეტება დავით აღმაშენებლის ქუჩა. ხოლო 14 ოქტომბერს მოძრაობა აიკრძალება მერაბ კოსტავას, მირიან მეფის და მიხეილ მამულაშვილის ქუჩებზე.

მცხეთის შემოსასვლელიდან ავტოტრანსპორტით გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალური საშვებით.

უწყების ინფორმაციით, მოძრაობა 15 ოქტომბერს, სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებისთანავე სრულად აღდგება.

სვეტიცხოვლობა არის საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული, რომელსაც ქართველები სულიერი ერთობის სიმბოლოდ მიიჩნევენ.

მრევლი „სვეტიცხოვლობას” 14 ოქტომბერს იზეიმებს.

ყველა ახალი ამბავი
0