Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„იუსტიციის სახლიდან ხომ არ წამოვიყვანდი...“-შორენა ბეგაშვილი სკანდალურ განქორწინებაზე

© Facebook / Shorena Begashviliშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართული პრესა ბევრს საუბრობდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს და შორენა ბეგაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე

წყვილი ოფიციალურად დიდხანს არ ასაჯაროებდა თავიანთ ურთიერთობას, თუმცა თბილისში პოპულარული ქალის ცხოვრება საიდუმლოდ არ დარჩენილა. Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ მსახიობი ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.

მას შემდეგ დრო გავიდა, ნანაძე ცოლს გაშორდა და იმასაც ამბობდნენ, რომ წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ერთადაც ცხოვრობდა. შარშან შორენას გრანდიოზულ დაბადების დღეზე მათი ერთობლივი ფოტოებიც გავრცელდა და ისიც გახდა ცნობილი, რომ დაბადების დღე ნანაძემ გადაუხადა, ფოიერვერკიც მოუწყო და უცხოელ იუველირს საყვარელი ქალისთვის უძვირფასესი ბრილიანტის ბეჭედიც დაამზადებინა.

ირაკლი ნანაძემ შორენა ბეგაშვილს გასულ წელს ხელი ოფიციალურად სთხოვა და წყვილმა იქორწინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც განქორწინების ფოტოც მოწმობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე  დადო.

გადაცემაში „ვიზიტორი” მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა, პირად ცხოვრებაზე ილაპარაკა. მან თქვა, რომ მაშინ გაიგეს მისი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა.

 

„რაც შეეხება ჩემს გათხოვებას და პირად ცხოვრებას, მაშინ გაიგეს ჩემი გათხოვების შესახებ, როდესაც ყველაფერი დასრულდა. ხელი გავაწერე და ახლა იუსტიციის სახლიდან მოვდივარ“,- ამბობს შორენა. რაც შეეხება ახალ ურთიერთობას, ბეგაშვილი ამბობს, რომ ეს ჯერ ადრეა. „იუსტიციის სახლიდან ხომ არ წამოვიყვანდი“, - ამბობს ტელეწამყვანი.

ყველა ახალი ამბავი
0