Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თინა კანდელაკი შვილებთან ერთად ქართულ სიმღერას ასრულებს და ცეკვავს- მხიარული ვიდეო

© photo: Sputnik / Evgeniya Novozhenina / გადასვლა მედიაბანკშითინა კანდელაკი შვილთან ერთად
თინა კანდელაკი შვილთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
თინა კანდელაკს ორი შვილი ჰყავს. ვიდეოზე ჩანს მისი ვაჟი, რომელიც გიტარაზე ქართულ ფოლკლორულ სიმღერას უკრავს, ხოლო ქალიშვილი და თავად თინა ქართული ტრადიციული ცეკვის ილეთების შესრულებას ცდილობენ. პოზიტიურმა ვიდეომ ბევრი ადამიანი გაამხიარულა

Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით უფროსია. თინას პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მათი გარეგნობით თინამ ბევრი ადამიანი დააინტერესა. წარმატებული ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი სიახლეებს არ უშინდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარ მოტივატორადაც იქცა და ახლა, ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს პროფესიულ რჩევებს აძლევს.

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება. მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში. „ქართული ოცნების“ დაფუძნების და 2012 წელს არჩევნებში მოგების პერიოდში ქალაქში ჭორები გავრცელდა – ამბობდნენ, რომ თინა სამშობლოს ვიცე-პრემიერის რანგში დაუბრუნდებოდა. ეს ინფორმაცია ჭორადვე დარჩა.

თინა კანდელაკის მიმართ ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნადაა განწყობილი. მის პოლიტიკურ შეხედულებებს თანამემამულეები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად მას უპირისპირდებიან. მიუხედავად ამისა, თინას მიერ გაზიარებულმა ვიდეომ მრავალი ქართველის პოზიტიური დამოკიდებულება გამოიწვია. თბილისობისადმი მიძღვნილმა ვიდეომ, სადაც თინა დაუვიწყარ დროს შვილებთან- მელანიასა და ლეოსთან ატარებს დადებითი შეფასებები მიიღო. ვიდეომ 276 ათასზე მეტი ნახვა და ბევრი კომენტარი დაიმსახურა. აღნიშნულ ვიდეოზე თინა ბუბა კიკაბიძის მიერ შესრულებას სიმღერა „ყვავილების ქვეყანას“ მღერის და ქალიშვილთან ერთად ცეკვავს, ხოლო მისი ვაჟი ლეო დედას და დას აკომპანირებას გიტარის თანხლებით უწევს.

ყველა ახალი ამბავი
0