კახა კალაძე და ანუკი არეშიძე

ანუკი არეშიძე მეხუთე შვილს ელოდება? დიზაინერი დუმილს არღვევს

9695
(განახლებულია 19:12 10.10.2019)
დიზაინერმა და თბილისის მერის მეუღლემ ანუკი არეშიძემ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. იზაბელ მარანტის მიერ შექმნილ მოსასხამში ანუკის წამოზრდილი მუცელი დაეტყო.

თბილისის ულტრამოდური მერის კახა კალაძის ცოლი გამორჩეულია სილამაზითა და დახვეწილობით. ოთხი შვილის მშობლები ბევრს მოგზაურობენ. ანუკის ოფიციალური გვერდი საინტერესო ფოტო-ვიდეოებითაა სავსე. საკმარისია მის გვერდზე შეხვიდეთ, სახასიათო სურათები ძალიან დაგაინტერესებთ და აღმოაჩენთ, რომ ანუკი არა მხოლოდ სტილით, არამედ მიკრობლოგის საინტერესო კუთხით წარმოჩენას ცდილობს.

მუდამ ელეგანტური, ტრენდული და რეტრო სტილი ანუკის განუყოფელი ნაწილია. ყოფილი მოდელი ნებისმიერი ზომისა თუ ფერის სამოსს თანაბრად იხდენს. მას უამრავი მიმდევარი ჰყავს როგორც სოციალურ ქსელში, ასევე რეალურ ცხოვრებაში. ანუკის ბრენდი თბილისსა და მაღალი მოდის ქალაქებში ძალიან პოპულარულია. გარდა კაბებისა, დიზაინერმა აქსესუარების შექმნა დაიწყო.

ბოლო პერიოდში ანუკი არეშიძის ფოტოებზე მისი ზურგი უფრო დომინირებს. უკანა ხედით გადაღებული ფოტოები ბევრ მოწონებას იმსახურებს, მაგრამ ამავდროულად თაყვანისმცემლებს გაურკვევლობაში აგდებს. პარიზისა და მილანის მოდის კვირეულიდან გამოქვეყნებულმა ფოტოებმა კი კიდევ უფრო მეტი გაუგებრობა გამოიწვია.

ანუკიმ მოდური ჩვენებების ფარგლებში უმშვენიერეს ბრენდულ კაბებს შორის რამდენიმე საკუთარი ხელით შექმნილი სამოსი მოირგო. იზაბელ მარანტის მოსასხამში გამოწყობილ დიზაინერს წამოზრდილი მუცელი ეტყობა, რამაც საზოგადოების დიდი ყურადღება მიიქცია. მისი ფეხმძიმობით დაინტერესებულ „ფოლოვერებს“ ანუკი გულახდილად პასუხობს, რომ კაბა იმგვარადაა გამოჭრილი, თითქოს წამოზრდილ მუცელს უჩენს. მიუხედავად ამისა, თაყვანისმცემლები ანუკის ულოცავენ და ბავშვს ჯანმრთელობას უსურვებენ. ტაბლოიდებს კი ისღა დარჩენიათ, რომ მოვლენების განვითარებას დაელოდონ.

მიუხედავად ანუკის პასუხისა, ქუჩაში მის გამოჩენას თბილისში ახალი ჭორი მოჰყვა იმის შესახებ, რომ ცნობილი დიზაინერი და ქალაქის მერი რიგით მეხუთე შვილს ელოდებიან. დიზაინერს კითხვა ფეხმძიმობის შესახებ „ინსტაგრამის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმაც დაუსვა: „ანუკი, ისევ ფეხმძიმედ ხართ?“, „OMG, არა. კაბის „ზბორია“ მართლა, მართლა“. ააჭრელეს ყველაფერი, მეხუთე შვილს ელოდებაო“.

9695
თემები:
სელებრითების ცხოვრება (715)