ანი გიუნტერი

„შოკი აქვს დილიდან საქართველოს...“ ანი გიუნტერის ინტიმური ფოტო სოციალური ქსელიდან

3483
(განახლებულია 13:42 10.10.2019)
ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

ანი გიუნტერი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის ეთერში წლებია მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება.

ცოტა ხნის წინ ანიმ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ინტიმური ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი კომენტარი მოჰყვა: „უჰ, რა გოგო ხარ ფრაუ გუნთერ“, „ნუ, სიტყვები არ მყოფნის“, „რამე დაგიშავეეთ?“, „შოკი აქვს დილიდან საქართველოს“, „რას ერჩი საქართველოს?“ – უწერენ ტელეწამყვანს, რომელსაც ახალი სეზონიდან „რუსთავი 2“-ზე დილის გადაცემა მიჰყავს.

ბოლო დროს ტელეწამყვანმა წონაში მკვეთრად დაიკლო და არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც ცოტა ხნის წინ ანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიეტაზე არაა, თუმცა როგორც გამოიყურება, არის შედეგი ვიტამინების კოქტეილის, სწორი კვების, ნაკლები სტრესის და ბევრი პოზიტივის.

„ახლა საკმაოდ ბევრი კილოგრამი მაქვს მომატებული. კონკრეტულად არც ვიცი, რამდენი, მაგრამ დიდად არ განვიცდი. დიეტაზე არ ვარ, უბრალოდ თავს ვიკავებ გარკვეული საკვების მიღებისგან. ზედმეტი კილოგრამები ჩემთვის ტრაგედია არ არის“, – ამბობდა ანი.

ოთხი წლის წინ ტელეწამყვანი მეუღლეს კახა არაბიძეს დაშორდა, რომელმაც მალევე მოიყვანა ახალი ცოლი, რის გამოც ანი ინტერვიუებში ამბობდა, რომ დეპრესიაში იყო. ანი გიუნტერს და კახა არაბიძეს ორი შვილი – მაშიკო და ლაზარე ჰყავთ.

3483
თემები:
სელებრითების ცხოვრება (750)