ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე

„ბედნიერი ქორწინება...“ ბერამ მეუღლეს ახალი სიმღერა მიუძღვნა ვიდეო

214
(განახლებულია 17:39 09.10.2019)
ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე 2018 წლის სექტემბერში დაოჯახდნენ. ჯვრისწერა სვეტიცხოველში გამართეს და გრანდიოზული ქორწილიც გადაიხადეს.

კომპოზიტორი და შემსრულებელი ბერა ივანიშვილი ცნობილი ოჯახის შვილია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს არის, კარიერის დასაწყისში მამის პარტიას სიმღერებს უძღვნიდა, ახლა კი მისი კომპოზიციები ნანუკა გუდავაძეს ეძღვნება.

ცოტა ხნის წინ ბერამ Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც, ისევ და ისევ, მის მეუღლეს და მათ ბედნიერ ქორწინებას ეძღვნება.

საზოგადოებისთვის უცნობია, თუ სად გაიცნეს ერთმანეთი ბერამ და ნანუკამ. სოციალურ ქსელში ცოლ-ქმარი დიდი აქტიურობითა და პოპულარობით გამოირჩევა. „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ მილიარდერთა სიაში საქართველოდან მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი ირიცხება. „ქართული ოცნების“ ლიდერს ოთხი შვილი ჰყავს. მათ შორის საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი ბერა ივანიშვილია.

ახალბედა ოჯახში უმცროსი ივანიშვილი დეკემბრის თვეში დაიბადება. ბერას თაყვანისმცემლები ვარაუდობენ, რომ შვილს ის მამის სახელს დაარქმევს. თუმცა, ეს ვარაუდად რჩება. ნანუკას უახლესმა ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბერას გვერდზე ატვირთულ მათ საერთო ფოტოს 80 ათასამდე მოწონება აქვს. ნანუკას ფეხმძიმობა ძალიან უხდება და ამას თაყვანისმცემლებიც აღნიშნავენ.

214
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1879)

დაუსრულებელი მშენებლობა: თბილისში ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემის გადაჭრა დაიწყეს - ვიდეო

70
თბილისის მერია ხანგრძლივი მშენებლობის პრობლემებს სხვა სამშენებლო კომპანიებთან მოლაპარაკებით ეტაპობრივად აგვარებს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა ელის დაუსრულებელ შენობებს ქვეყნის დედაქალაქში

თბილისში დღეისათვის 200-მდე შეჩერებული მშენებლობაა, მოტყუებულთა შორის კი - ათობით ათასი ოჯახი.

ცოტა ხნის წინ ქალაქის ხელისუფლებამ განაცხადა: წლების წინ შარტავას ქუჩაზე კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მიერ დაწყებული საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებას საკუთარ თავზე კომპანია "m2" აიღებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თქვა, სამშენებლო კომპანიასა და მერიას შორის მშენებლობის დასრულების შესახებ მემორანდუმი გაფორმა.

კომპანია „ოლიმპიური ვარსკვლავი“ 2006 წელს ოლიმპიურმა ჩემპიონებმა დააარსეს. 2012 წელს ის 27 მილიონი ლარით დაჯარიმდა ხანგრძლივი მშენებლობის გამო, თუმცა შემოსავლების სამსახურთან მოლაპარაკების შედეგად, ჯარიმის ოდენობდა 450 ათას ლარამდე შეამცირეს.

ბინებს ამ კორპუსში 13 წელია 350-ზე მეტი ოჯახი ელოდება. წლების განმავლობაში დაუსრულებელი მშენებლობა პრობლემას უქმნიდა მეზობლებსაც. მათი თქმით, ტერიტორიაზე ნაგავსაყრელი გაჩნდა, ასევე ამ ადგილზე ხშირად ხდებოდა დანაშაული.

70
ზემო ლარსი

საქართველო მეზობელი სახელმწიფოებისთვის სახმელეთო საზღვარს არ ხსნის: ვინ არის წინააღმდეგი

80
(განახლებულია 15:06 03.07.2020)
კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მარტში ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

თბილისი, 3 ივლისი - Sputnik.  საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებთან სახმელეთო საზღვრების გახსნისგან თავს იკავებს, რათა თავიდან აირიდოს ქვეყანაში კორონავირუსის უკონტროლო გავრცელება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან.

 „სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ისევე, როგორც ტვირთების გადაზიდვა, შეუფერხებლად ხორციელდება“, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. 

გახარიას თქმით, ყველა მძღოლი, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებს ახორციელებს, საქართველოს საზღვარზე და ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში სამედიცინო კონტროლს გადის.

 „აქ კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელებისთვის საზღვარი, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მარტში ჩაკეტა და ყველა მიმართულებით ავიამიმოსვლა შეწყვიტა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

სამთავრობო ვებგვერდ StopCov–ზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვლა 943–ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 821. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

80
თემები:
COVID-19 საქართველოში
დაუჯერებელი კადრები ფილმებში

ინდური ფილმები მსგავსი სპეც ეფექტებით აქამდე არ გინახავთ - სახალისო ვიდეო

0
(განახლებულია 15:30 03.07.2020)
ბოლივუდი საკუთარი ფილმების საოცარი სპეცეფექტებით მსოფლიოში ცნობილია. ნახეთ ყველაზე დაუჯერებელი კადრები, რომლის წარმოდგენაც აქამდე არ შეეძლოთ

ბოლივუდი – დასახელება აშშ-ის კინემატოგრაფიის, ჰოლივუდის (Hollywood) ანალოგზე დაერქვა, რომელიც ინდოეთის ქალაქ ბომბეის (დღესდღეობით მუმბაი) კომერციულ კინემატოგრაფიას მოიცავს.

ბოლივუდი განვითარებად ინდოეთში, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა სიღატაკის ზღვარზეა, ძირითადად ლამაზი, მდიდარი, თეთრკანიანი, წარმატებული ადამიანის კულტს ემსახურება, რაც შესაძლოა უნებლიედ, ერთმანეთისადმი შეუწყნარებლობას თესავს, რის გამოც ხშირად ექცევა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ.

ბოლივუდი დღეს ყველაზე მასიური კინოს მწარმოებელია მსოფლიოში, წელიწადში მინიმუმ 1000 ფილმი სამი მილიარდი მაყურებლითდა რა თქმა უნდა, ამ ფილმების სიაში შეხვდებით ნამდვილ „მარგალიტებს“, რომლის ნახვის შემდეგაც შეგიძლიათ გულიანად იხარხაროთ.

0
თემები:
სახალისო და საინტერესო ვიდეოები