„შევწუხდი დილიდან ღარიბების ზუილით, სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ“

© Photo: Keti Devdariani / FBქეთი დევდარიანი
ქეთი დევდარიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
1 ოქტომბერს თბილისში ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ამოქმედდა, რომელსაც ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. პოპულარული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტის ქეთი დევდარიანის ხუმრობა სოციალურ ქსელში, როგორც ჩანს, ბევრმა სერიოზულად მიიღო.

ქეთი დევდარიანმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დაწერა: „შევწუხდი დილიდან ღარიბების ზუილით ტაქსის გაძვირებაზე. სახლში ეყარეთ, თუ ევროპული ფასები არ მოგწონთ“. როგორც ჩანს, საზოგადოების მხრიდან მის ამ ნათქვამს აგრესია მოჰყვა, ამიტომ „ფეისბუქიდან“ ცოტა ხანში ეს სტატუსი გაქრა.

ამ სტატუსს იუმორისტი ნიკა ქავთარაძეც გამოეხმარა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქეთი დევდარიანი არის ადამიანი, რომლის იუმორი არის ძალიან მაღალი კლასის. იშვიათი უნარი აქვს სარკაზმის. წამში ხვდება კონტექსტს. ალბათ იმიტომ, რომ უამრავი წიგნი წაუკითხავს და ფილმი უნახავს.

„მე იმის დამსახურებაც მგონია, რომ ზაფხულობით ზესტაფონში იყო ხოლმე ბავშვობაში“, – იხუმრა, თავის მხრივ, ნიკა ქავთარაძემ.

1 ოქტომბერს თბილისში ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ამოქმედდა, რომელსაც ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ითვალისწინებს.

ქალაქის მერის კახა კალაძის მიერ ინიცირებული ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, გასული წლის ოქტომბრიდან ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება დაავალდებულეს. მეორე ეტაპი კი A და B კატეგორიებიდან ერთ-ერთის სავალდებულო არსებობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0