Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შენ დაცულ ქალთა უფლებებს შე...ი ბაია პატარაია“ – თათია სამხარაძე დუმილს არღვევს

© Photo: Tatia Samkharadze / FBთათია სამხარაძე
თათია სამხარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თათია სამხარაძე, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჟურნალისტ შალვა რამიშვილს სექსუალურ ძალადობაში სდებდა ბრალს, უფლებადამცველ ბაია პატარაიას უპირისპირდება.

ბაია პატარაიამ თბილისის საკრებულოს დეპუტატის თანაშემწეს თამთა თოდაძეს, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მხარდამჭერი პოსტი მიუძღვნა. მის უფლებებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს, რომლის ხელმძღვანელიც ბაია პატარაიაა.

თათია სამხარაძემ სწორედ მისი პოსტის ქვეშ დაწერა კომენტარი, სადაც აღნიშნა, რომ სამი წელია პირში წყალი აქვს ჩაგუბებული და არაფრის თქმას არც აპირებდა, თუმცა ვერ შეძლო ბაია პატარაიას არაპროფესიონალიზმზე ხმამაღლა არ ეთქვა.

„ვფიქრობდი უფრო მაღლა უნდა დავმდგარიყავი შენზე, შენ არაპროფესიონალიზმზე, შენ არაეთიკურობაზეც და ნიჰილისტურ დამოკიდებულებაზე იმ ბენეფიციარების მიმართ რომელთა შორისაც მეც ვიყავი. ეხლა ეს გაპრავება რომ არ დაგედო, იქნებ არც არასოდეს მეთქვა საჯაროდ, მაგრამ და აი დადგა დრო ხმამაღლა ვთქვა, შენ დაცულ ქალთა უფლებებს შევეცი ბაია პატარაია!“ – დაწერა სამხარაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ ყოფილმა თანამშრომელმა სამსახურში სექსუალური შევიწროებისთვის შალვა რამიშვილს სასამართლოში 2016 წელს უჩივლა. 2018 წლის იანვარში თბილისის საქალაქო სასამართლომ თათია სამხარაძის სარჩელი დააკმაყოფილა და შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ანაზღაურება – 2 000 ლარის გადახდა დააკისრა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდა. თათია სამხარაძემ დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0