„ლარი ისე გაუფასურდა, წერეთელმა მოიხედა...“ – სოციალურ ქსელში ახალ ათლარიანს განიხილავენ

© photo: National Bank of Georgia / FBახალი 10 ლარიანი კუპიურა
ახალი 10 ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ათლარიანები მიმოქცევაში 1 ოქტომბერს გამოვიდა. განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი – გაუმჯობესებული რელიეფურობითა და მოცულობით.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის – 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გამოშვებას სოციალურ ქსელში სახალისო პოსტებით ეხმაურებიან.

„ლარი ისე გაუფასურდა, წერეთელმა მოიხედა“, „მერცხალიც გაფრინდა“ – წერენ სოციალურ ქსელში.

ახალი ათლარიანები მიმოქცევაში 1 ოქტომბერს გამოვიდა. მისი პრეზენტაცია მიმდინარე წლის ივნისში გაიმართა. განახლებული ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი – გაუმჯობესებული რელიეფურობითა და მოცულობით. მასზე ასევე არის დატანილი ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული“, პოეტის ავტოგრაფი, აყვავებული რტო და მერცხალი.

ბანკნოტის უკანა მხარეს წარმოდგენილია მხატვარ დავით კაკაბაძის ცნობილი ნახატი „იმერეთი — დედაჩემი“ და საქართველოს სახელმწიფო გერბი.

ყველა ახალი ამბავი
0