ტაქსი

ბათუმში ტაქსის მძღოლები საპროტესტო აქციას მართავენ

106
ტაქსის მძღოლები ტარიფის გაზრდას მოითხოვენ

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში ტაქსის კომპანია „მაქსიმის“ მძღოლები ტარიფების გაზრდის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება პირველი არხი.

მძღოლების მტკიცებით, კომპანია ძველ ტარიფს მათ ხარჯზე ინარჩუნებს.

ტაქსის მძღოლებმა ავტომანქანები ბათუმის იუსტიციის სახლთან გააჩერეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

„ქალაქის ტერიტორიაზე მგზავრები მაქსიმუმ ორ ლარად გადაგვყავს. ამ ფასად მანქანებს ძლივს ვინახავთ. საწვავიც გაძვირდა. ოჯახები გვყავს სარჩენი. ვითხოვთ, ან გაზარდონ ტარიფები ან კომპანიამ თვითონ მოიკლოს და მეტი გადაგვიხადოს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მძღოლები აქციების გაგრძელებას გეგმავენ.

106
თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (114)