Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი ცნობილ ფეხბურთელს ხვდება? – ფოტოები

© Facebook / Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძე
ნანუკა ჟორჟოლიანი მარიამ გეგუჩაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამ გეგუჩაძე დღეს იუბილარია, ის 22 წლის გახდა.

ცნობილი ტელეწამყვანის ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი მარიამ გეგუჩაძე დღეს იუბილარია, მარიამი 22 წლის გახდა. პოპულარული დედის წყალობით ის ბავშვობიდან საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

მარიამი სხვადასხვა დროს არაერთ ცნობილ სახესთან დააწყვილეს, თუმცა არც ერთი ჭორი არ გამართლდა. ამჯერად პრესა მისი და ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გიორგი ჩაკვეტაძის რომანზე ალაპარაკდა.

არის თუ არა მართალი ეს ამბავი, უცნობია, თუმცა ისინი ძირითად დროს ყოველთვის ერთად ატარებენ, როცა ერთ ქალაქში არიან.

20 წლის გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების და ბელგიური „გენტის“ ფეხბურთელია.

ყველასათვის ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი 16 წლის ასაკში დაოჯახდა რამდენიმე წლით უფროს ნიკოლოზ გეგუჩაძეზე. წყვილი მალე დაშორდა. მარიამ გეგუჩაძეს პატარა ნახევარძმა – საბა კოდუა ჰყავს, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანს სოდ-ის ყოფილ უფროსთან ირაკლი კოდუასთან ქორწინებისას ეყოლა.

ყველა ახალი ამბავი
0