შორენა ბეგაშვილი და ირაკლი ნანაძე

ბეგაშვილის პირველი ქმარი, რომელსაც შორენა ღალატში ადანაშაულებს ფოტოები

18248
(განახლებულია 15:00 08.10.2019)
მსახიობი შორენა ბეგაშვილი დაქორწინებული რამდენიმე წლის წინ იყო. ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს.

ქართული პრესა ბევრს საუბრობდა ბიზნესმენ ირაკლი ნანაძესა და შორენა ბეგაშვილს შორის არსებულ სასიყვარულო ურთიერთობაზე. წყვილი ოფიციალურად დიდხანს არ ასაჯაროებდა ურთიერთობას, თუმცა თბილისში პოპულარული ქალის ცხოვრება საიდუმლოდ არ დარჩენილა.

Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ მსახიობი ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა. ირაკლი ნანაძემ შორენა ბეგაშვილს გასულ წელს ხელი ოფიციალურად სთხოვა და წყვილმა იქორწინა. თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა, რასაც განქორწინების ფოტოც მოწმობს, რომელიც ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე დადო.

მსახიობი შორენა ბეგაშვილი დაქორწინებული რამდენიმე წლის წინაც იყო. ქალიშვილი ევა ბარბაქაძე მას სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს. ცნო­ბი­ლია ის ფაქ­ტიც, რომ „ფლე­ი­ბო­ი­ში“ გა­და­ღე­ბის დროს ისი­ნი ისევ ოფი­ცი­ა­ლურ ქორ­წი­ნე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ხოლო და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მისი სკან­და­ლუ­რი ფო­ტო­ე­ბი არ გამ­ხდა­რა.

რო­გორც ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით შო­რე­ნამ ისა­უბ­რა, ბარ­ბა­ქა­ძეს ღა­ლა­ტის გამო და­შორ­და. შორენას ქმარი ზურაბ ბარბაქაძეა, რომელმაც ცოტა ხნის წინ იქორწინა. მისი რჩე­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი გა­ლი­ნა აპი­ლა­ტია. გა­ლი­ნა და მისი და ლუბა სა­ქორ­წი­ნო კა­ბებ­ზე, პე­ნუ­ა­რებ­სა და ქა­ლის თეთ­რე­ულ­ზე მუ­შა­ო­ბენ.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც შორენა ამტკიცებს, ქმარმა რამდენჯერმე მოიტაცა, დაშორების მიზეზად კი მის ღალატს ასახელებს, ამ ყველაფერს მსახიობის ქმარი უარყოფდა – სკოლიდან შეყვარებულები ვიყავით, არავის მოუტაცია და არც მისთვის მიღალატიაო.

18248
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1717)
თბილისის ინფექციური საავადმყოფო

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ–ერთი ტრაილერის მძღოლს უკავშირდება

23
(განახლებულია 14:44 28.05.2020)
ამ დროისთვის COVID-19–ის სამკურნალოდ საქართველოს კლინიკებში იმყოფება 153 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ქვეყანაში თითქმის ოთხჯერ აღემატება გამოვლენილ შემთხვევებს.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლს უკავშირდება, ხოლო ორი – ინფიცირებულებთან კონტაქტს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების უმეტესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა>>

ეზუგბაიას თქმით, ტრაილერის მძღოლი კარანტინში იმყოფებოდა.

თვითონ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის მქონე ახალი პაციენტები არ არიან. ამჟამად კლინიკაში 32 ადამიანი მკურნალობს. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და უკვე დატოვა საავადმყოფო.

რაც შეეხება სამ მძიმე პაციენტს, მათი მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა.

აზეგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსის გავრცელების მხრივ ქვეყანაში სტაბილური ვითარებაა.

ვახტანგ ბოჭორშვილის სახელობის თბილისის კლინიკაში 32 ინფიცირებული პაციენტია, აქედან 11 ბავშვია. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

„ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია ყოველთვის. საბედნიეროდ, ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობდა მსუბუქად. უმრავლესობაში გამოხატული იყო პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი. პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა ყველა ბავშვის შემთხვევაში და გვყავდა ყველანაირი ასაკის ბავშვი“, – განაცხადა კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა.

მისი თქმით კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის ხანგრძლივობა 42–43 დღე დაფიქსირდა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსის მქონე შვიდი პაციენტი იმყოფება, რეანიმაციულ განყოფლებაში ერთი ადამიანია განთავსებული.

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 16-ით გაიზარდა.

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (77,95%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 153 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, გარდაცვალების ბოლო შემთხვევა – 14 მაისს.

23
თემები:
COVID-19 საქართველოში
 Леван Гелбахиани

გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის გმირი შეყვარებულია? - მსახიობი ინტიმურ ფოტოს აქვეყნებს

121
(განახლებულია 14:02 28.05.2020)
მსახიობი, რომელიც საზოგადოებამ სკანდალური ფილმით „და ჩვენ ვიცეკვეთ“ გაიცნო, სოციალურ ქსელში დამაინტრიგებელ ფოტოს აქვეყნებს

ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ლევან გელბახიანმა „ინსტაგრმზე“ გოგოსთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი ერთმანეთს ვნებიანად კოცნის. თეკლა ტყეშელაშვილისა და ლევან გელბახიანის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

View this post on Instagram

@teklatkeshelashvili 🧡

A post shared by Levan Gelbakhiani (@levangelbakhianiii) on

მსახიობმა ლევან აკინის ფილმში გეის როლი შეასრულა. ფილმს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და კინოთეატრებში მისი ჩვენება სასულიერო პირებმა გააპროტესტეს, თუმცა პრემიერა საქართველოში მაინც შედგა და მსოფლიოს მასშტაბით ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ უამრავი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა.

View this post on Instagram

ups💙

A post shared by Levan Gelbakhiani (@levangelbakhianiii) on

სახიობ ლევან გელბახიანს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, თებერვალში 2020 წლის ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს. 21 წლის ქართველ მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო კიდევ 9 მსახიობმა მიიღო.

121
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1717)
საქართველოსა და აზერბაიჯანის დროშები

თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდება

0
(განახლებულია 15:12 28.05.2020)
აზერბაიჯანი დღეს დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავს აღნიშნავს, რომლის შესახებ დეკლარაციასაც 1918 წლის 28 მაისს თბილისში მოეწერა ხელი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის 102–ე წლისთავთან დაკავშირებით თბილისის ტელეანძა დღეს საღამოს აზერბაიჯანის დროშის ფერებში აენთება.

როგორც პირველი არხი იუწყება, აზერბაიჯანის ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, საელჩოს თანამშრომლებმა, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ (SOCAR Energy Georgia) გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა, აზერბაიჯანელ ბიზნესმენთა კავშირის (AZEBI) წევრებმა და სხვა პირებმა ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკში ეროვნული ლიდერის ბიუსტი მოინახულეს და ის ყვავილებით შეამკეს.

ისინი ასევე ეწვივნენ თბილისის ბოტანიკურ ბაღში აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და ყვავილებით შეამკეს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების, ფატალი ხან ხოსკისა და ჰასან ბეი აგაევის საფლავები.

რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში აზერბაიჯანის საელჩოს შენობის წინ დამონტაჟებულ სპეციალურ ელექტრონულ დაფაზე აზერბაიჯანისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი წარმოადგინეს. ამას გარდა, დღის განმავლობაში ეკრანზე გავა 15–წუთიანი ვიდეორგოლი ქვეყნის განვითარების ისტორიის შესახებ.

აზერბაიჯანი დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა 1918 წლის 28 მაისს გამოაცხადა.

ეს იყო პირველი სეკულარული დემოკრატიული რესპუბლიკა მუსულმანურ აღმოსავლეთში.

დეკლარაციას დამოუკიდებლობის შესახებ თბილისში მოეწერა ხელი.

0