ლელა წურწუმია

„სიკვდილი მინდოდა, მეთქი, ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი“– რამ აატირა მომღერალი ინტერვიუს დროს

1272
(განახლებულია 13:32 08.10.2019)
ლელა წურწუმია პროფესიის გამო ცხოვრებაში გადატანილ დიდ ტკივილს იხსენებს.

4 ოქტომბერს ლელა წურწუმიას საიუბილეო კონცერტი გაიმართა, რომელიც მის 50 წლის იუბილეს და სცენაზე დგომის 45 წელს მიეძღვნა. კონცერტის წინ მომღერალმა წინასაკონცერტო განწყობასთან დაკავშირებით „მთავარ არხს“ მისცა ინტერვიუ და აღნიშნა, რომ 5 წლიდან მღერის და პროფესიის გამო ძალიან ბევრი რამის დათმობა მოუწია.

ლელა წურწუმია თავის ცხოვრებაში გადატანილ ყველაზე დიდ ტკივილს იხსენებს და ამბობს, რომ ეს ტკივილი სწორედ თავის პროფესიას უკავშირდება. მომღერლის თქმით, ბევრი გასტროლი ჰქონდა და ისე მოხდა, რომ მამა რაღაც პერიოდი ვერ ნახა; იმ დროს ბაქოში მიფრინავდა და უთხრა, რომ წასვლის წინ ნახავდა.

„მოხდა ისე, რომ ვერ გავედი. მამა კი მთელი დღე ქუჩაში იდგა და მელოდებოდა. მეორე დღეს მამა გარდაიცვალა, ვერ ვნახე... დღემდე ვერ ვპატიობ ამას ჩემ თავს. ჩემმა დამ რომ მითხრა, მთელი დღე იდგა და გელოდებოდაო, სიკვდილი მინდოდა. რომ მოვფრინავდი, მეთქი, ჩამოვარდეს ეს თვითმფრინავი. ძალიან რთულია, არ მინდა ისეთ კომპრომისებზე წასვლა, რაც ამხელა ტკივილს მოგაყენებს“, – ამბობს ლელა წურწუმია.

ლელა წურწუმია ქართველი პოპ-მომღერალია, რომელმაც პირველმა შესთავაზა ერთგულ მსმენელს კონცერტი სანახაობრივი ეფექტებით. გამოშვებული აქვს 12 ალბომი, გადაღებული აქვს 10 მუსიკალური ვიდეო. მისი ალბომი „სულელი წვიმა“ 2003 წლის ყველაზე მაღალტირაჟიან ალბომად დასახელდა.

1272
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1718)
წვიმა თბილისში

წვიმა, სეტყვა და წყალდიდობა: საქართველოში ამინდი გაუარესდება

28
(განახლებულია 15:16 28.05.2020)
სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმიან და საკმაოდ გრილი ამინდს პროგნოზირებენ. მთიან ზონაში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik.  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი კვლავ გაუარესდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში 29–30 მაისს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი და სეტყვა, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნულის ააგენტოს განცხადებაში.

„მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შტორმი  2-3 ბალს მიაღწევს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ძლიერი ნალექის გამო მთის ზონებში შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები განვითარდეს.

„ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,  მთიან ზონებში კი მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

28
თემები:
ამინდი საქართველოში
მაკა ჩიჩუა და გიორგი მარველაშვილი

„თომა შრომობს“- როგორ გაიზარდა ყოფილი პირველი ლედის და პრეზიდენტის უმცროსი ბიჭი

39
(განახლებულია 14:44 28.05.2020)
მარგველაშვილ-ჩიჩუების უმცროსი ვაჟი მშობლებს აგარაკზე ეხმარება. ნახეთ როგორ გაიზარდა ყოფილი პრეზიდენტის პატარა ვაჟი

ქალაქგარეთ, მზიან და მთიან სოფელში მარგველაშვილების ოჯახი რამდენიმე წლის წინ გაერთიანდა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა ულამაზესი სახლი და კარმიდამო საკუთარი ხელით ააშენა. ამ ყველაფერში მას ყოფილი პირველი ლედიც ეხმარებოდა, რომელმაც უზარმაზარი ეზო სხვადასხვა ფერადი ყვავილებით უფრო მეტად გაალამაზა. პანდემიამდე გიორგი მარგველაშვილი ეზოში ცალკე აშენებულ პატარა სახლში ტურისტებს მასპინძლობდა. ასე მარგველაშვილმა და ჩიჩუამ პატარა ბიზნესი წამოიწყეს. ახლა კი, ეზო დაცარიელდა და მხოლოდ თომას და თემოს ჟრიამული ისმის. გიორგის ორი ვაჟი ერთად დიდ დროს ატარებს. ბიჭუნების აღზრდაში მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილის უფროსი ქალიშვილებიც მონაწილეობენ. ეზოსა და სახლის მოპირკეთების გარდა, ცოლ-ქმარი პოლიტსოციალურ ცხოვრებაში აქტიურად განაგრძობენ მოღვაწეობას. მაკა ჩიჩუა რამდენიმე თვის წინ „მთავარ არხზე“ ტელეწამყვანის ამპლუაში გამოჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავიურსმა ყველა სახლში დატოვა, ეს მარგველაშვილებისთვის სიახლე არ იყო. ვინაიდან, ოჯახის თითოეული წევრი განსაკუთრებულად აფასებს ქალაქგარეთ ცხოვრების დადებით მხარეებს. ისინი ცხოვრების არსს სწორედ აქ პოულობენ და დედაქალაქში მხოლოდ საქმიან შეხვედრებსა და გადაღებებზე ჩამოდიან. ამიტომ, პატარა თომა მიჩვეულია ეზოში საქმიანობას და დედ-მამას ახლაც ეხმარება. ამის შესახებ მაკა ჩიჩუამ საკუთარ გვერდზე დაწერა და ბიჭუნას უსაყვარლესი სურათი გამოაქვეყნა. თომა მარგველაშვილი საგანგებოდ გამოეწყო, ეზოს შუაგულში დგას და მშობლების მითითებებს ასრულებს. ნახეთ როგორ შეიცვალა და გაიზარდა ის...

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ – თემო და თომა მარგველაშვილები. ყველასათვის ცნობილია, რომ მაკასაც და გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ, მაკა ჩიჩუას – მაშო, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – ანა. ტელეგადაცემების მეშვებით, რომლებიც მათ სახლს ხშირად სტუმრობენ, ირკვევა, რომ მარგველაშვილების ოჯახში დიდი და გულანთებული მეგობრული დამოკიდებულება სუფევს.

39
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1718)