Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არავინ არაფერი იცოდა...“– რატომ მალავდა ნანიკო ხაზარაძე სასიყვარულო ურთიერთობას ხუთი წელი

© Facebook / Naniko Khazaradzeნანიკო ხაზარაძე
ნანიკო ხაზარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა, პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი – ლილუ ჰყავს.

მშვენიერი ნანიკო ხაზარაძე პირად ცხოვრებას ფართო საზოგადოებას არასდროს უმალავს. ტელეეთერებში ხმამაღლა სხვადასხვა პრობლემებსა და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს. 2018 წლის ნოემბერში ნანიკო მეორედ დაქორწინდა.

ნანიკო რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, მისი რჩეული ლევან მათითაშვილია. ლევან მათითაშვილი ცნობილი ექიმის და უკვე ტელესახის, გადაცემა „ექიმების“ წამყვანის კოტე მათითაშვილის ძმაა. ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. წყვილი თავიანთ რომანს ხუთი წელი მალავდა.

„ჩვენი ურთიერთობის შესახებ დიდი ხანი არავინ არაფერი იცოდა. გადავწყვიტე, რომ არ არის საჭირო, ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემს ცხოვრებაზე. ოფიციალურად დაქორწინებულები არ ვართ, არც ხელი გვაქვს მოწერილი და არც ჯვარი დაგვიწერია. ვთვლით, რომ ასეთი რაღაცები ჩვენს ურთიერთობას არ სჭირდება. ჩვენს ურთიერთობას ხელის მოწერა არც არაფერს შეჰმატებს და არც არაფერს დააკლებს. ასეც ძალიან ბედნიერად ვცხოვრობთ“, – ამბობს ნანიკო ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

ნანიკოსთვის ეს მეორე ქორწინებაა. პირველი მეუღლისგან მას ქალიშვილი – ლილუ ჰყავს. მისი პირველი მეუღლე ლევან ნუცუბიძეა, რომელთანაც ნანიკო პირველად გამოჩნდა სტეფანესა და მაოს კლიპში „ხელები“.

ყველა ახალი ამბავი
0