Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბორის ბედიამ 15 კილოგრმი დაიკლო-მომღერალს ვეღარ იცნობთ -ფოტოები

© Facebook / Boris Bediaსოფო ბედია და ბორის ბედია
სოფო ბედია და ბორის ბედია - Sputnik საქართველო
გამოწერა
 ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა

ბორის ბედია სცენაზე ბავშვობიდან დგას და დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართალია ბოლო დროს ხშირად აღარ აქვს კონცერტები და აღარც პრესაში ჩანს, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების ინტერესი არ განელებულა. საზოგადოებამ ის 2008 წელს „ჯეოსტარიდან“ გაიცნო, მაშინ მომღერალი ფინალში გავიდა და თავიც შეაყვარა მსმენელს.

დიდი ხანის ბორის ბედიას შესახებ ქართულ პრესაში არაფერი დაწერილა. როგორც აღმოჩნდა, მომღერალმა დას მიბაძა და წარმატებულადაც, რადგან 15 კილოგრამი დაიკლო. მომღერალმა წლების წინ ქართულ პრესას თავი სკანდალით დაამახსოვრა. ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ირწმუნებოდა, რომ მისი გოგონას მამა ბორის ბედია იყო. მან სასამართლოს გზით მოითხოვა, მომღერალს საკუთარი შვილი ეღიარებინა და გვარი მიეცა. თავად მომღერალი კი მამობაზე უარს ამბობდა. აცხადებდა, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. მართალია, ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, მაგრამ წლების წინ მედიაში იწერებოდა სტატიები მათ სასიყვარულო ურთიერთობაზე.

კერძოდ, 2014 წელს პრესაში წერდნენ, რომ ბორისი ქორწინდებოდა უკრაინელ ლარისა სტროკინაზე. მაშინ მომღერალი მედიასთან ამბობდა: „ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან, რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ... ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული“.

ასევე წერდნენ, რომ 27 წლის ლარისა ბორისმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. გოგონა თავის ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მერე აეწყო მათი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მათი გზები მერე გაიყო და ბოლოს საკუთარი შვილის მამობაზეც უარი თქვა. სწორედ ამიტომ, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ყველა ახალი ამბავი
0