„შენ შემდეგ არ მიცოცხლია, გავიყინე... ყველანაირი შეგრძნება დავკარგე“ – 6 წლის ნიას დედა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნია გოგუას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში დაუსვეს. მანამდე მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი 6 წლის ნიას დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ცხოვრება დამთავრდა.

6 წლის ნია გოგუა, რომელიც ქრონიკული ეფშტეინბარის დიაგნოზით თურქეთში სამკურნალოდ ივლისში წაიყვანეს, ერთი თვის შემდეგ ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ინფექციამ ყველა ორგანო ჩაითრია და ბავშვის ორგანიზმმა ვეღარ გაუძლო.

ნია გოგუას მძიმე დიაგნოზი დაახლოებით ორი წლის წინ საქართველოში დაუსვეს. მანამდე მედიკოსები ფიქრობდნენ, რომ ბავშვს სიმსივნე ჰქონდა. საქართველოში ამ ხნის განმავლობაში ნიას დასახმარებლად საქველმოქმედო კამპანია მიმდინარეობდა. ვუსამძიმრებთ დაღუპული გოგონას ოჯახს.

ყველა ახალი ამბავი
0