თბილისში ქუჩის ხელოვნების ფესტივალი Fabrikaffiti 2019 გაიმართება

გამოწერა
ფესტივალის სტუმრებს ელოდებათ შეჯიბრი ბრეიკ-დანსში, სკეჩების კონკურსი, სკეიტებით სრიალი, დუდლინგი და ა.შ.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ქუჩის ხელოვნების ფესტივალი Fabrikaffiti 2019 – Urban Art Fest თბილისის არტ-ცენტრ Fabrika-ში 12 და 13 ოქტომბერს გაიმართება, ღონისძიება მოიცავს არა მარტო გამოკვეთილად ურბანისტულ სტრიტ-არტს, არამედ ასევე შეჯიბრებას ბრეიკ-დანსში და სხვა მრავალ ღონისძიებას.

ფესტივალი საქართველოს დედაქალაქში მეოთხედ ტარდება. როგორც გასულ წელს, მასში მონაწილეობას მიიღებენ არტისტები საქართველოდან, აშშ-დან, ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

კედლის მხატვრობა თბილისში - Sputnik საქართველო
მსოფლიოს ცნობილი სტრიტ-არტისტები თბილისში ათ კედელს მოხატავენ

ღონისძიების სტუმრებსა და მონაწილეებს ელოდებათ შეჯიბრება ბრეიკ-დანსში (B-Boy Battle), სკეჩების კონკურსი, სკეიტებით სრიალი, მასტერ-კლასები, პუბლიკის წინაშე გამოსვლები (public talk), ასევე დუდლინგი – თანამედროვე ხელოვნების ფორმა, რაც ხატვის ირაციონალურ სტილს გულისხმობს.

Fabrikaffiti 2019 – Urban Art Fest-ის მთავარი ნაწილი „ფაბრიკის" კედლების მოხატვაა. ამ კუთხით ყველაზე მთავარი სემინარი იქნება მხატვარ ლადო კობახიძის ციფრული ხატვის გაკვეთილი.

აღსანიშნავია, რომ თბილისში ორი წლის წინ გაიხსნა გრაფიტის სკოლა სახელწოდებით Fabrikaffiti. გრაფიტი (Graffiti) – წარწერები ან ნახატებია შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. გრაფიტის მიეკუთვნება ქუჩის კედლების ნებისმიერი მოხატვა — დაწერილი სიტყვებიდან ნატიფი მოხატულობის ჩათვლით.

Fabrikaffiti-ის სკოლის მოსწავლეები საკუთარი ცოდნის გამოყენებას ფესტივალ Fabrikaffiti 2019 – Urban Art Fest-ის ფარგლებში შეძლებენ.

ფესტივალი 11:00 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება. მისამართი: ეგნატე ნინოშვილის №8. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0