მარიამ გაფრინდაშვილი

„კურიერის“ ყოფილი ჟურნალისტი ქვეყანას ტოვებს

6716
(განახლებულია 15:10 01.10.2019)
მარიამ გაფრინდაშვილმა „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობასთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 21 აგვისტოს დატოვა.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან წასული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი ქვეყანას ტოვებს – ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ტელეკომპანია „ფორმულაში“ წასული ყოფილი კოლეგა დავით ქაშიაშვილი მარიამს წარმატებებს უსურვებს და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ირკვევა, რომ მარიამი ამერიკაში მიდის.

მარიამ გაფრინდაშვილმა „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობასთან ერთად ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 21 აგვისტოს დატოვა. ჟურნალისტების ნაწილი ტელეკომპანია „ფორმულაში“ გადავიდა, ნაწილი კი „მთავარ არხზე“.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

6716
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კორონავირუსი დაუდასტურდა

17
(განახლებულია 12:54 29.10.2020)
ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

 

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია ქადაგიშვილმა საკუთარ Facebook–გვერდზე გაავრცელა. 

ქადაგიძის განმარტებით, კორონავირუსზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც პირს, რომელთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, კორონავირუსი დაუდგინდა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი არცერთი სიმპტომი არ აღენიშნება. კახეთის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი ამ დროისთვის იზოლაციაში იმყოფება და  სახლის პირობებში გადის მკურნალობას.

 „დამიდასტურდა COVID-19 , რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში. თავს ვგრძნობ მხნედ, შემართებით და იმედიანად“,  - წერს ქადაგიშვილი.

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.



 

 

 

17
თემები:
COVID-19 საქართველოში
აჩი ფურცელაძე

„არა ნაცებს, არც ხმა სოცებს, მე მხარს ვუჭერ მხოლოდ ქოცებს!“ აჩი ფურცელაძის ახალი სიმღერა

29
(განახლებულია 12:08 29.10.2020)
საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე პირად ცხოვრებასაც. ნახეთ მომღერლის ახალი, პოლიტიკური სიმღერა

მომღერალმა აჩი ფურცელაძემ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების” მხარდასაჭერი კლიპი გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ ექსპრომტად ჩაწერა. მან ქართული სიმღერების პოპურზე საკუთარი ტექსტი შექმნა, სადაც ამბობს რომ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

12

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

საზოგადოება კარგად იცნობს აჩი ფურცელაძის შემოქმედებას, ასევე პირად ცხოვრებასაც. მომღერალი და შოუმენი აჩი ფურცელაძე მესამედ 2019 წლის იანვარში დაქორწინდა. მისი რჩეული ელენე დუმბაძეა. წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში გადაიხადა და საქორწინო მოგზაურობაც მოიარა.

აჩის მანამდე ორი ქორწინება ჰქონდა. მისი პირველი ცოლი ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე გახლდათ, მეორედ კი გაია ხაჩიძესთან მოაწერა ხელი. წყვილმა ხუთი წელი იცხოვრა ერთად და ამ ხნის განმავლობაში ორჯერ მოასწრო ქორწინებაც და განქორწინებაც.

29
თემები:
სელებრითების ცხოვრება
ქალი და მამაკაცი

ცალკე კაცებისთვის და ცალკე - ქალებისთვის: რა არის საჭირო უკეთესი სექსისთვის

0
(განახლებულია 13:03 29.10.2020)
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერებმა კვლევებით დაადგინეს, რა უწყობს სექსუალური ლტოლვის ზრდას მამაკაცებში, და რა - ქალებში

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. მამაკაცები, რომლებიც ორგანულ საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, ნაკლებად უჩივიან ერექციულ დისფუნქციას, ქალების სექსუალობაზე კი ხმელთაშუა ზღვის დიეტა მოქმედებს დადებითად, აცხადებენ ამერიკელი მკვლევარები, რომელთა ნაშრომიც სამეცნიერო ჟურნალ Science Direct-შია გამოქვეყნებული.  

ვნახოთ, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს სქესობრივი ლტოლვის ზრდას  და ჯანმრთელ ოჯახურ ცხოვრებას.

კვება მამაკაცებისთვის

40 წელს გადაცილებილი მამაკაცების 30-52% უჩივის სხვადასხვა სახის სექსუალურ დარღვევებს, რომლებიც ყველაზე ხშირად არასრულფასოვან ერექციას უკავშირდება.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად მკურნალობის უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის, ქირურგიული ჩარევაც. თუმცა კალიფორნიის უნივერსიტეტის უროლოგიის განყოფილების მკვლევარები, პროფესორ ფაიზალ იაფის ხელმძღვანელობით, პრობლემას სხვა კუთხით მიუდგნენ და შეამოწმეს, როგორ მოქმედებს ამ ყველაფერზე კვება. ამისათვის მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს ყველა იმ მამაკაცის ცხვორებისა და კვების წესი, რომლებმაც მათ ერთი წლის განმავლობაში მიმართეს სქესობრივი დარღვევების ჩივილებით.

აღმოჩნდა, რომ გამოკითხული 271 ადამიანიდან 65 პროცენტი „ჩვეულებრივად“ იკვებებოდა, ხოლო დანარჩენი კი დიეტას იცავდა —  ისინი მიირთმევდნენ ორგანულ და გადაუმუშავებელ საკვებს, ერიდებოდნენ კონსერვებსა და ნახევარფაბრიკატებს. ამასთან 28% მიმართავდა პერიოდულ შიმშილობასაც. როგორც გაირკვა, ჯანსაღი დიეტის მომხრეები ნაკლებად უჩიოდნენ ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ორგანული დიეტა აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და უზრუნველყოფს ენერგიის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, ზრდის ლიბიდოს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთი საკვები ნაკლებად შეიცავს ქიმიკატებს, რომლებიც ნერვულ სისტემას თრგუნავს, სამაგიეროდ შეიცავს მეტი რაოდენობით ვიტამინებსა და ანტიოქსიდანტებს, აქვთ მაღალი კვებითი ღირებულება. ამასთან არსებობს მტკიცებულებები, რომ პერიოდული (წყვეტილი) შიმშილობა ზრდის მამაკაცური ჰორმონის, ტესტოსტერონის დონეს.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევაში  მცირე რაოდენობის ადამიანი იღებდა მონაწილეობას და ამიტომ ფრთხილ დასკვნებს აკეთებენ: იმის მტკიცება, რომ სექსუალურ მაჩვენებლებზე მხოლოდ დიეტა ახდენს გავლენას, დანამდვილებით არ შეიძლება.  ამასთან ექსპერიმენტის შედეგები არ შეიძლება გავრცელდეს მათზე, ვინც იცავს სხვა სახის დიეტებს: კეტოდიეტას, მთელმარცვლიანს, პალეო–,   ვეგეტარიანულ თუ ვეგანურ დიეტებს. სწავლულების თქმით, ამ შემთხვევებში  ცალკე კვლევაა საჭირო.

დიეტა ქალებისთვის

ზემოთ ნახსენები კვლევიდან ერთი წლის შემდეგ მკვლევართა იგივე გუნდმა გამოაქვეყნა მონაცემები ქალის სექსუალობასა და კვებას შორის კავშირის შესახებ. სტატისტიკის თანახმად, სქესობრივი ფუნქციის პრობლემები ქალების 43 პროცენტს აქვს, თუმცა ეს რიცხვი რეალურად შეიძლება გაცილებით მეტი იყოს. საქმე ისაა, რომ ასეთი ჩივილებით იშვიათად მიმართავენ ექიმებს.

მეცნიერებმა შენიშნეს, რომ მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა და გულსისხლძარღვთა დაავადებები ხშირად იწვევს ქალებში სექსუალურ დისფუნქციას. დიეტა ასეთი მდგომარეობების თერაპიის ნაწილია. ჩვეულებრივი რაციონი აშკარად არაჯანსაღია, ვინაიდან მოიცავს ბევრ შემწვარს, ცუდი ცხიმებსა და ინდუსტრიულად გადამუშავებულ პროდუქტებს.

სულ სხვაა ხმელთაშუა ზღვის დიეტა, რომელიც მდიდარია ბოსტნეულით, თევზით, მთელმარცვლეულით. არსებობს მონაცემები, რომ ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების მქონე ქალებში ამ ტიპის დიეტა აუმჯობესებს სქესობრივ ცხოვრებას.

პროდუქტები უკეთესი სექსისთვის

ირანელ, კანადელ და ალბანელ მამაკაცებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ ყოველდღიური მენიუს მეათედი ხილისა და ბოსტნეულისგან შედგება, სქესობრივი დისფუნქციის რისკი ნაკლებია. კაკალი და ბოჭკოებით მდიდარი საკვებიც ასევე ეფექტურია.

ტროპიკული ამაზონის ტომების მამაკაცები იშვიათად განიცდიან ერექციულ დისფუნქციასა და ეაკულაციას. მათი რაციონი შედგება მდინარის თევზის, ბრაზილიურ კაკლისა, ხილისა და ბოსტნეულისგან.

სექსუალურ ლტოლვას აძლიერებს ისეთი საკვები, როგორებიცაა: კაკალი, გოგრის თესლი, ქუნჯუთი და ასევე მდელოს ბალახით ნაკვები საქონლის  წითელი ხორცი.

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტი იწვევს ნაადრევ ეაკულაციას მამაკაცებში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რაციონში უნდა შედიოდეს ამ ვიტამინით მდიდარი პარკოსნები და ღვიძლი.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამ დაავადებას  ეხმარება ბარდა და სიმინდი, რომლებიც ამინომჟავა ტრიპტოფანს შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აღადგენს სეროტონინის დონეს — ჰორმონისა, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სექსუალური დაკმაყოფილების პროცესში.

ჯერჯერობით მექანიზმი შესწავლილი არ არის, მაგრამ სპეციალისტების თქმით, მამაკაცის სექსუალურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს კოფეინიც, რომელიც ასევე ზრდის ტესტოსტერონის დონეს. იგივე ეფექტი აქვს ბროწეულსა და კოჭას.

რაც შეეხება პეირონის დაავადებას (სასქესო ასოს გამრუდება), მისი პროფილაქტიკისთვის კარგია E ვიტამინი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც ციტრუსებში, შავ და ლურჯ მოცვში გვხვდება.

მეცნიერების თქმით (2008 წლის კვლევა), საზამთროში აღმოჩენილია ამინომჟავა ციტრულინი, რომელიც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და, ფაქტობრივად, ვიაგრას მსგავსად მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ ამის მტკიცებულებები მწირად მოიპოვება, 2018 წელს იაპონელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ L- ციტრულინითა და რესვერატროლით კომბინირებული მკურნალობა აუმჯობესებს სქესობრივ ფუნქციას. ამ ნივთიერებებით მდიდარია ყურძენი, თხილი და კაკაო.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება