ნანუკა ჟორჟოლიანი

„ჩვენი არც ერთი კომენტარი არ გავიდა „რუსთავი 2“-ის ეთერში, გესმით?" ნანუკა ჟორჟოლიანი

143
(განახლებულია 13:15 01.10.2019)
ერთ თვეზე მეტი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კუ­რი­ე­რი“ ეთერ­ში 25 სექტემბერს გა­ვი­და.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მისი და ნოდარ მელაძის პრესკონფერენციიდან, რომელიც ტელეკომპანიის დირექტორის პაატა სალიას მიმართ საჩივარს ეხებოდა, არც ერთი კომენტარი არ გაუშვა ეთერში.

„წარმოუდგენელი ამბავი ჭირს ამ არხს და შესაბამისი სტანდარტების იურისტიც ყავთ: მე, ჟურნალისტ ნანუკას ფინანსური დარღვევები როგორ მაქვს? ფინანსური დარღვევები რომ მქონდეს, მინიმუმ ხელი ხომ უნდა მიმიწვდებოდეს ფინანსებამდე. პაატა სალიას კომპეტენციას ებარებოდეთ, თორემ ნიუსებს კი არა ხალხს რომ ბლოკავთ ფაქტი სახეზეა“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

„რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხს სასამართლოში უჩივიან. მათ უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო“ იცავს.

ერთ თვეზე მეტი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კუ­რი­ე­რი“ ეთერ­ში 25 სექტემბერს გა­ვი­და. მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი ეთერ­ში ზუს­ტად იმ პი­ჯა­კით დაბრუნდა, რო­მე­ლიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, რო­დე­საც „კურიერი“ და­ტო­ვა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

143
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ნიკა ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილი წუხს და ბოდიშს იხდის

158
(განახლებულია 00:01 25.05.2020)
ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს პირად საკითხებზე საჯაროდ საუბარი არ სურს. ის აცხადებს, რომ სიმართლე მის მხარესაა, თუმცა თავის სიმართლეს დაამტკიცებს ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ვაჟის ინტერესები.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელსაც ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაში ედება ბრალი, აცხადებს, რომ პირად საკითხებზე საჯაროდ საუბარი არ სურს.

„ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას ჩემი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო. ვგრძნობ თქვენს ყოველწამიერ მხარდაჭერას და სიყვარულს, რისთვისაც უსაზღვროდ მადლიერი ვარ. რაც შეეხება 22 მაისს განვითარებულ მოვლენებს, ვიმედოვნებ, ყველა დეტალი გაირკვევა, ახლა უკვე სასამართლოში და დადგება სამართლიანი განაჩენი“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი თავის Facebook-გვერდზე.

რაც შეეხება საქმის დეტალებს, ამაზე ცნობილ ქართველ ჩოგბურთელს საჯაროდ საუბარი არ სურს. ის აცხადებს, რომ სიმართლე მის მხარესაა, თუმცა თავის სიმართლეს დაამტკიცებს ისე, რომ არ დაზიანდეს მისი ვაჟის ინტერესები.

„მანამდე კი, არ მსურს ვისაუბრო ჩემს პირად სივრცეზე. არ ვაპირებ საჯარო დისკუსიაში შევიდე ჩემს ყოფილ მეუღლესთან და ვამტკიცო ის, რაც ნამდვილად არ ყოფილა. ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე. ჩემი მიზანია, ცხოვრების ამ რთულ ეტაპზე დავიცვა ჩემი სიმართლე ისე, რომ არ დაზიანდეს ლუკასის ინტერესები. სწორედ ჩემ შვილთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ვალდებულს მხდის, არ ვუპასუხო უსაფუძვლო ბრალდებებს“, – ნათქვამია ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართვაში.

ბასილაშვილს სჯერა, რომ თავის სიმართლეს სასამართლოში იურისტების დახმარებით აუცილებლად დაამტკიცებს.

ნიკა ბასილაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა. საქმეზე წინასწარი განხილვა 16 ივლისს გაიმართება.

გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას: ნიკა ბასილაშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს >>

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

158
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები
პარკინგი  East Point-თან

ბიზნეს-ომბუდსმენი - სავაჭრო ცენტრების გახსნა ჯერჯერობით შეუძლებელია

77
ინსპექტორების ჯგუფი თოთოეულ ობიექტს გახსნამდე შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები სამომხმარებლო მობილობის ყველაზე დიდი გენერატორებია, ამიტომ ამ ეტაპზე მაღალი რისკის გამო მათი გახსნა შეუძლებელია, განაცხადა ბიზნეს-ომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა.

როგორც ბიზნეს-ომბუდსმენის აპარატი იუწყება, მიხეილ დაუშვილი და შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდნენ და კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკის კუთხით ღონისძიებათა სამუშაო ვერსია განიხილეს.

სავაჭრო ცენტრებისა და ბაზრობებისთვის არსებული რეკომენდაციები კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად არის მიმართული.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ინსპექტორების ჯგუფი თოთოეულ ობიექტს გახსნამდე შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს გასცემს.

„ჩვენ შევთანხმდით ამ სექტორთან სამუშაო ფორმატზე, რათა სრულად მოხდეს ობიექტებში ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი სტანდარტების გათვალისწინება და ამ ბიზნესის გახსნამ არ წარმოშვას დამატებითი ეპიდემოლიოგიური რისკები“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა.

შეზღუდვების მოხსნისა და ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნის შესახებ სამთავრობო გეგმის მიხედვით, სავაჭრო ცენტრების გახსნა იგეგმება მეოთხე ეტაპზე, დახურული ტიპის ბაზრობების - მეხუთე ეტაპზე.

77
თემები:
COVID-19 საქართველოში
სეისმოგრაფი

დედოფლისწყაროსთან მიწისძვრა მოხდა

0
მიწისქვეშა ბიძგები 06:06 საათზე დედოფლისწყაროდან 39 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. დღეს დილით დედოფლისწყაროდან 39 კილომეტრში 3,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები 06:06 საათზე დედოფლისწყაროდან 39 კილომეტრში, სოფელ ზემო ხალაწანთან დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი 36 კილომეტრის სიღრმეში იყო.

მიწისძვრას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში