რთველი

რთველი 2019: კახეთში 186 ათასი ტონა ყურძენი აიღეს

60
(განახლებულია 15:17 30.09.2019)
ექსპერტების შეფასებით, წელს ყურძნის მოსავალი 200-250 ათას ტონას მიაღწევს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. კახეთში რთველი გრძელდება – ამ დროისთვის 186 ტონა ყურძენია გადამუშავებული, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კახეთში უკვე ჩაბარებულია 116 ათასი ტონა „რქაწითელის“ და 61 ათასი ტონა „საფერავის“ ჯიშის ყურძენი.

ექსპერტების შეფასებით, წელს ყურძნის მოსავალი 200-250 ათას ტონას მიაღწევს.

ფერმერების დასახმარებლად შექმნილია რთველის საკოორდინაციო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. იგი შექმნილია იმისთვის, რათა გადამუშავების ასეთი მაღალი დონის პირობებში ღვინის საწარმოებში რიგები არ წარმოიშვას. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებით საჭირო ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს "ცხელ ხაზზე" – 1501.

60
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა (67)