საქართველოში კოსმეტიკურ საშუალებებში საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა: სახიფათო პროდუქციის სია

© photo: Sputnik / Stringerკოსმეტიკური საშუალებების ნაკრები
კოსმეტიკური საშუალებების ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, განაახლონ კონტროლი საქართველოში შემოტანილ კოსმეტიკურ პროდუქციაზე.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ზოგიერთი ფირმის კოსმეტიკურ საშუალებებში, რომლებიც საქართველოში იყიდება, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ფორმალდეჰიდი აღმოაჩინეს, ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის Momxmarebeli.ge განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციამ საფრანგეთის ლაბორატორიაში კოსმეტიკური ნაწარმის 40 ნიმუში შეამოწმა. მათ შორის იყო სახის საცხები, ლოსიონები, შამპუნები, შხაპის გელი, ფრჩხილის ლაქი და სხვ.

სახიფათო ნივთიერებები აღმოჩნდა ისეთ ცნობილ კოსმეტიკურ პროდუქციაში, როგორიცაა Garnier-ს ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი, ფრჩხილის ლაქი Olivia, ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი Amalfy, თმის საღებავი CLAIROL, ტუჩის საცხი MAT, Чистая линия-ს სახის კრემი, Max Factor-ის ტუში, Sunsilk-ის თმის კონდიციონერი, შამპუნი Clear, თმის საღებავი Prestige.

© Sputnik / Olga Kiknavelidzeკოსმეტიკური საშუალებები
საქართველოში კოსმეტიკურ საშუალებებში საშიში ნივთიერებები აღმოჩნდა: სახიფათო პროდუქციის სია - Sputnik საქართველო
კოსმეტიკური საშუალებები

შემოწმებული პროდუქციის სრული სიისა და ხარისხის შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში აუცილებელია სამომხმარებლო პროდუქციაზე სახელმწიფო კონტროლის დაწესება.

ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია საუბრობს ამ საკითხზე და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს.

რა არის ფორმალდეჰიდი?

ფორმალდეჰიდი არის ორგანული ნაერთი, უფერო აირი მძაფრი სუნით, რომელიც კარგად იხსნება წყალსა და სპირტში.

პომადა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
თბილისის ბაზრობებზე სახიფათო კოსმეტიკა გამოჩნდა

ამ ნივთიერებას აქტიურად იყენებენ მრეწველობაში. ფორმალდეჰიდის მოხვედრა ჰაერში საზიანოა, პირველ რიგში, ლორწოვანი გარსისა და კანისთვის. ის იწვევს გაღიზიანებას, ქავილსა და გამონაყარს. აღნიშნული ნივთიერება მიეკუთვნება კანცეროგენების რიცხვს, ამიტომ მუდმივი კონტაქტი მასთან მკვეთრად ზრდის კიბოთი დაავადების საფრთხეს. ბავშვებში იწვევს ბრონქულ ასთმას.

ფორმალდეჰიდი შეიძლება შეგვხვდეს შემდეგი დასახელებებით: formalin, morbicid acid, methylene oxide, methylaldehyde და methylene glycol.

აღნიშნული ნივთიერების გამოყენება პარფიუმერულ-კოსმეტიკურ საშუალებებში ევროკავშირში დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს.

რა არის ნებადართული საქართველოში?

საქართველოში პარფიუმერულ-კოსმეტიკური საშუალებების უსაფრთხოების მოთხოვნა დამტკიცებულია 2001 წლის ნორმატიული აქტით, რომლის თანახმადაც, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქციაში არ უნდა აღემატებოდეს 0,2%-ს, პირის ღრუს ჰიგიენურ საშუალებებში კი – 0,1%-ს. აეროზოლებში აღნიშნული ნივთიერების გამოყენება აკრძალულია.

კოსმეტიკური ნიღაბი სახისთვის - Sputnik საქართველო
მითები სილამაზეზე: რისი დაჯერება უნდა შეწყვიტოთ 21-ე საუკუნეში დაუყოვნებლივ

საქართველოში სანიტარული ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური – უწყება, რომელიც პარფიუმერულ-კოსმეტიკურ პროდუქციას აკონტროლებდა, ჯერ კიდევ 2000-იანი წლების შუა პერიოდში გაუქმდა. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს კი არ გააჩნიათ აკრედიტაციები პარფიუმერულ-კოსმეტიკური პროდუქციის შესამოწმებლად.

როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუ ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქციაში 0,05%-ს აჭარბებს, ეს აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ეტიკეტზე, რათა მომხმარებელმა თავად გადაწყვიტოს, უნდა თუ არა ასეთი პროდუქციის შეძენა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემოწმებულ პროდუქციაშიც ფორმალდეჰიდის კონცენტრაცია 0,05%-ს არ აღემატება.

ყველა ახალი ამბავი
0