ნათია ლაზაშვილი

ნათია ლაზაშვილი იმ პიჯაკით დაბრუნდა, რომელიც „კურიერის“ დატოვებისას ეცვა ფოტო

201
(განახლებულია 14:11 26.09.2019)
საინფორმაციო გამოშვება ნათია ლაზაშვილმა მისასალმებელი სიტყვით დაიწყო და აღნიშნა, რომ 24 წლის წინ ის იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გაიყვანა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ერთ თვეზე მეტი ხნის პა­უ­ზის შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კუ­რი­ე­რი“ ეთერ­ში გა­ვი­და და მისი წამყვანი ნათია ლაზაშვილი ეთერ­ში ზუს­ტად იმ პი­ჯა­კით დაბრუნდა, რო­მე­ლიც 13 წლის წინ იმ დროს ეცვა, რო­დე­საც „კურიერი“ და­ტო­ვა.

საინფორმაციო გამოშვება ჟურნალისტმა მისასალმებელი სიტყვით დაიწყო და აღნიშნა, რომ 24 წლის წინ ის იყო პირველი ჟურნალისტი, რომელმაც პირდაპირ ეთერში გაიყვანა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება.

„ვბრუნ­დე­ბი, რად­გან ვთვლი, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია არ უნდა იყოს გა­თი­შუ­ლი, ეს სტუ­დია კი ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი. დავ­ბრუნ­დი, რათა ჟურ­ნა­ლის­ტებს და ამ არხზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ მო­ტი­ვა­ცია, თა­ვი­სუფ­ლად აკე­თონ თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე. აკე­თონ ახა­ლი ამ­ბე­ბი სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის მი­ხედ­ვით, მაგ­რამ ამა­ვე დროს სხვი­სი ღირ­სე­ბის დაც­ვით. იმე­დი მაქვს, რომ ეს იყო პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც „კუ­რი­ერ­მა“ მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა“, – გა­ნა­ცხა­და ნა­თია ლა­ზაშ­ვილ­მა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

201
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (194)
ლაბორატორია

საქართველო PCR-ტესტის აპარატს საჩუქრად მიიღებს

165
(განახლებულია 23:33 23.10.2020)
ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი PCR-ტესტი, ასევე ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული 200 ათასი ტესტია.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. საქართველო მიიღებს PCR-ტესტის აპარატს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება,  ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

COVID-19–ის პანდემიის დასაწყისიდან აზიის განვითარების ფონდი მუშაობს, რათა განვითარებადი ქვეყნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო მასალებითა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობით უზრუნველყოს, აღნიშნულია განცხადებაში. 

 „ცენტრალური და დასავლეთ აზიის ქვეყნებისთვის აზიის განვითარების ბანკმა 12 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი გამოყო აღნიშნული მასალებისა და აღჭურვილობის შესაძენად და მოსახლეობის პანდემიისგან დაცვაში საკუთარი წვლილის შესატანად. აღნიშნული გრანტის ფარგლებში საქართველო PCR-ტესტის აპარატს მიიღებს, რაც ქვეყანას ტესტირების შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარასკევს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში დაახლოებით 700 ათასი PCR-ტესტი, ასევე ანტიგენზე და ანტისხეულებზე დამყარებული 200 ათასი ტესტია. ჯანდაცვის უწყება ტესტების დამატებითი პარტიების შესყიდვის მიზნით მუშაობას აგრძელებს.

საქართველოში პანდემიის დასაწყისიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 24 562 შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 2 ათასს აღწევს, ეპიდემიოლოგების პროგნოზით კი მოსალოდნელია დღე–ღამეში ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობამ ხუთი ათასს მიაღწიოს.

165
თემები:
COVID-19 საქართველოში
პოლიცია

სტრატეგიულ ობიექტებზე დასაქმებულთ PCR-ტესტი 72 საათში ერთხელ ჩაუტარდებათ

124
სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, ძალოვანი უწყებები, ცესკო და სხვა ოფიციალური სტრუქტურები

თბილისი, 23 ოქტომბერი - Sputnik. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებების პერსონალს სიმპტომების მიუხედავად კორონავირუსზე ტესტირება 72 საათში ერთხელ ჩაუტარდება, განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკა ადამიამ. 

ადამიას თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაში, აღნიშნულ პირებს თვითიზოლაციაში გადასვლა არ მოუწევთ და ისინი ყოველ სამ დღეში PCR-ტესტს ჩაიტარებენ. 

შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის №975 განკარგულებაში შევიდა.

„სტრატეგიულ ობიექტებზე მომუშავე პერსონალი პრაქტიკულად შეუცვლელი კადრია. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები იზოლაციაში დავსვათ, უბრალოდ სამ დღეში ერთხელ ტესტირების საშუალებით შევეცდებით, გამოვავლინოთ, თუ მათ რამე რისკი აქვთ და დავიცვათ მათი გარშემომყოფები“, - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა.

სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებს შორისაა:  სამედიცინო დაწესებულებები, საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების სისტემები, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, საქართველოს სასამართლოები, შემოსავლების სამსახურსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, იურიდიული დახმარების სამსახური, ცენტრალური საარჩევნო კომისია და საუბნო/საოლქო კომისიები, გაერთიანებული წყალმომარაგების, ელექტროენერგეტიკის, გაზგამანაწილებელ, სამთომომპოვებელ და სხვ.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიური მაჩვენებელი ათასს გადასცდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1759-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 24562-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9751 ადამიანი, გარდაიცვალა – 183, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

124
თემები:
COVID-19 საქართველოში
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 24 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:51 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

24 ოქტომბერი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. მზარდი მთვარე მერწყულის ნიშანშია.

მთვარე მერწყულის ნიშანში – ამ დღეს ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა. მანიკურისთვის ძალზე ხელსაყრელი დღეა.

მებაღეობა:  ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0