საქართველოში კიბოთი დაავადებულ მოზარდთა რაოდენობა ექვსჯერ გაიზარდა

© photo: Sputnik / Varvara Gertye / გადასვლა მედიაბანკშისაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს ხელისუფლებას, ამ პრობლემასთან საბრძოლველად ქმედითი ზომები მიიღოს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო ხუთ წელიწადში ექვსჯერ გაიზარდა იმ მოზარდების რაოდენობა, რომელთაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა ონკოლოგიური დაავადებების თვალსაზრისით – სიკვდილიანობის მთლიანი რაოდენობის 14% სწორედ ონკოდაავადებებზე მოდის.

33 წლის ქალი, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა: ცრემლიანი ისტორია>>

გარდა ამისა, საქართველოში ამ დაავადებების ხარისხიან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია, აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

„სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე", – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს მთავრობას, შეიმუშაოს კონკრეტული, პროფილური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი შემთხვევების დროულ გამოვლენას და ონკოდაავადებულებისთვის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის.

თბილისის კიბოსთან ბრძოლის მოძრაობას შეუერთდა - Sputnik საქართველო
თბილისელებს კიბოს დამარცხებაში დაეხმარებიან

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სექტემბერში განაცხადა, რომ, შესაძლოა, დაიწყოს ონკოლოგიური ავადმყოფების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა შეღავათიან ფასებში.

ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებს გეგმავს იმ ქვეყნებთან, სადაც ყველაზე ხშირად მიდიან პაციენტები საქართველოდან. ამასთანავე მინისტრმა აღნიშნა, რომ ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაზე ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ეს პროგრამა იმოქმედებს იქამდე, სანამ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მაღალი ხარისხის შესაბამისი მკურნალობის ხელმისაწვდომობას არ უზრუნველყოფს.

ღია მონაცემთა ლაბორატორიის (DataLab) მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ მკურნალობაზე სამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს.

საქართველოს რომელ ქალაქებში ავადდებიან სიმსივნით ყველაზე ხშირად>>

საზღვარგარეთის კლინიკებს ყველაზე ხშირად სწორედ ონკოდაავადებულები მიმართავდნენ. საქართველოს მოქალაქეების მნიშვნელოვანი ხარჯები მიდიოდა ონკოჰემატოლოგიაზე, ნევროლოგიაზე, ქირურგიაზე, რეაბილიტაციაზე, თირკმელებისა და ღვიძლის ტრანსპლანტაციაზე.

ყველა ახალი ამბავი
0