ქართველი კულინარები შვედეთში European Street Food Awards-ზე მიდიან

© Photo: courtesy of Another Georgiaქართული სამზარეულო
ქართული სამზარეულო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი კულინარები ევროპელებზე შთაბეჭდილების მოხდენას შოთის პურითა და ტყემლით აპირებენ.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. მსოფლიოს 15 ქვეყნის კულინარები შვედეთის ქალაქ მალმეში შეიკრიბებიან, სადაც 28 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებენ ქუჩის საკვების ფესტივალ European Street Food Awards 2019-ის ფინალში, განაცხადეს „Sputnik–საქართველოსთან" ფესტივალის ქართველმა მონაწილეებმა.

ღვინის ფესტივალი - Sputnik საქართველო
„დააგემოვნე თბილისის ქუჩებში" – დედაქალაქი გასტრონომიულ ფესტივალს უმასპინძლებს

საქართველოს გასტრონომიულ ღონისძიებაზე წარადგენს თბილისური ბარი Chacha Time-ის გუნდი, რომელიც ცნობილია ტრადიციულ ქართული სამზარეულოსა და ალკოჰოლური სასმელის შერწყმის საკუთარი თანამედროვე ხედვით.

Chacha Time თბილისში 15 სექტემბერს გამართული ქუჩის საკვების ფესტივალის შედეგებით შეირჩა. კონკურსს ესწრებოდნენ European Street Food Awards-ის წარმომადგენლები, რომლებმაც საკუთარი გამარჯვებული გამოავლინეს და მას ფინალის საგზური გადასცეს.

„სიმართლე გითხრათ, ჩვენ არც ვიცოდით, გამარჯვებულს თუ რა ჯილდო ელოდა. ჩვენთვის მთავარი მონაწილეობაა. საქართველო ხომ პირველად იღებს მონაწილეობას ქუჩის საკვების საერთაშორისო ფესტივალში. საინტერესოა უბრალო ევროპელების რეაქციების ნახვა, როგორ შეაფასებენ ჩვენ სამზარეულოს, მით უმეტეს, რომ ირგვლივ ასეთი დიდი კონკურენციაა", – განაცხადეს „Sputnik–საქართველოსთან" გუნდის მონაწილეებმა.

ქართული გუნდიდან ორგანიზატორები ელოდებიან განსაკუთრებული რეცეპტით მომზადებულ მწვადს ტყემლით და შოთის პურს, რომელსაც პირდაპირ სტუმრების წინაშე გამოაცხობენ, ასევე ლობიოს და ბადრიჯნის ხვეულებს.

კომპეტენტური ჟიური, ასევე რიგითი გურმანები, რომლებიც "ხალხის არჩევანს" გააკეთებენ, გამარჯვებულს რამდენიმე ნომინაციაში გამოავლენენ: საუკეთესო ძირითადი, ვეგეტარიანული კერძი, საუზმე, დესერტი, ასევე სუპერ კატეგორია – საუკეთესო საუკეთესოთა შორის.

ყველა ახალი ამბავი
0