ნათია ლაზაშვილი

ნათია ლაზაშვილი 9-საათიან „კურიერს“ წაიყვანს ნახეთ ვინ იქნებიან სხვა წამყვანები

2358
(განახლებულია 17:23 24.09.2019)
ცნობილია დღის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების ვინაობაც. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავასა და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტ თეონა ცხომელიძეზე.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, რომლის პირდაპირ ეთერში საინფორმაციო გამოშვებები ხვალიდან ბრუნდება, 9-საათიან „კურიერს“ ნათია ლაზაშვილი წაიყვანს, ინფორმაცია ქართულ მასმედიაში ვრცელდება.

ცნობილია დღის საინფორმაციო გამოშვებების წამყვანების ვინაობაც. საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ ჟურნალისტ გურამ როგავასა და „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტ თეონა ცხომელიძეზე.

 

ნათია ლაზაშვილი მაყურებელს ისევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ახსოვს, რომელიც 11-წლიანი მუშაობის შემდეგ 2012 წელს დატოვა და „მეცხრე არხზე“ გადავიდა. დაახლოებით 8 თვის შემდეგ „მეცხრე არხიდანაც“ წავიდა და მას შემდეგ ტელეეკრანზე აღარ გამოჩენილა.

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ დაიბრუნა, იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა კომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დააფუძნა. ჟურნალისტების დიდი ნაწილი ნიკა გვარამიასთან წავიდა, ნაწილი კი „რუსთავი 2“-ზე დარჩა.

2358
თემები:
დავა „რუსთავი 2"-ის ირგვლივ (189)