გიორგი სუხიტაშვილი

„ვაკვირდებოდი ჩემებს, შეიცვალნენ...“ გიორგი სუხიტაშვილმა კიბო დაამარცხა

4556
(განახლებულია 15:15 20.09.2019)
გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

მომღერალმა და რადიოწამყვანმა გიორგი სუხიტაშვილმა „პირველი არხის“ გადაცემა „პირად ექიმში“ 13 წლის ასაკში გაგებულ მძიმე დაავადებაზე ისაუბრა.

მომღერლის თქმით, კარალეთში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად, როდესაც ერთ დღეს იღლიაში დისკომფორტი იგრძნო, ექიმთან ვიზიტის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ საოპერაციო იყო. მას თბილისში გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს.

„ვაკვირდებოდი ჩემებს, რომ შეიცვალნენ მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდნენ ეს კომუნიკაციაში არ ყოფილიყო. როცა ამ დიაგნოზს გაიგებთ, ასე ნუ მიდიხართ ადამიანების სანახავად“, – ამბობს მომღერალი და იმ შეგრძნებას იხსენებს, როცა მის სანახავად ახლობლები მიდიოდნენ ამ დროს.

33 წლის გიორგი სუხიტაშვილი მაყურებელმა კონკურსიდან „ჯეოსტარი“ გაიცნო, სადაც გიორგიმ გაიმარჯვა კიდეც. მას შემდეგ გიორგი არაერთ პროექტში მონაწილეობდა.

4556
თემები:
სელებრითების ცხოვრება (1722)
ჯარიმა პარკირების წესების დარღვევისთვის

საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა იცვლება

32
მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. პირებს, რომლებიც საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისას მის მიღებაზე უარს ორჯერ განაცხადებენ, ქვითრის ჩაბარება მაინც ჩაეთვლებათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, მათი ინიციატორები ზაზა გაბუნია, მერაბ ქვარაია, კობა ლურსმანაშვილი და გოგა გულორდავა არიან.

ინიციატორების განმარტებით, ცვლილებების მომზადების მიზეზი არსებული პრაქტიკაა, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი ეფექტური არ არის. კერძოდ, პრობლემურია პირისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარების პროცედურა.

„სამართალდამრღვევი მიმართავს სხვადასხვა ხერხს, რათა ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე, რომელიც მოქმედი კანონმდებლობით ექვს თვეს შეადგენს, თავი აარიდოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას. არსებული მონაცემებით, კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გაცემული ჯარიმების რაოდენობის მხოლოდ დაახლოებით 50 პროცენტის აღსრულება ხდება. შესაბამისად, აღნიშნული ნათლად წარმოაჩენს აღწერილი აღსრულების მექანიზმის არაეფექტურობას“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ მის მიღებაზე უარს იტყვიან სამართალდამრღვევი პირის ოჯახის წევრები. ესენი კი არიან – მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, ბიძა, დეიდა, ბიცოლა, მამიდა და მასთან მუდმივად მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი.

მოქმედი კანონმდებლობით, გზავნილის განმახორციელებელი ვალდებულია, პირის რეგისტრაციის მისამართზე მიიტანოს გზავნილი და ჩაუბარებლობის შემთხვევაში, შესაბამისი წერილობითი უკუგზავნილი შეადგინოს.

32
თემები:
ტრანსპორტი საქართველოში
ამირან გამყრელიძე

რომელი ქვეყნებიდან ვერ მიიღებს საქართველო ტურისტებს - ამირან გამყრელიძე

48
(განახლებულია 21:01 28.05.2020)
საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს, განუცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

საქართველო 1 ივლისიდან საერთაშორისო ტურისტების მიღებას გეგმავს, ხოლო 15 ივნისიდან კი შიდა ტურიზმის გახსნაა დაანონსებული.

„რა თქმა უნდა, ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზეც, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღებისა და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი. მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდეთ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ, როცა ამ საკითხზე უფრო მეტად ვიქნებით ჩამოყალიბებული“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. 

„ჩამოვყალიბდებით წესებზე, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი მარეგულირებელი აქტით“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

პანდემიის გამო ახალი გამოწვევების ფონზე ხელისუფლების მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საქართველო იმიჯს შეიცვლის და პოზიციონირდება როგორც უსაფრთხო ქვეყანა.

ტურისტების მიღებამდე საქართველოს ხელისუფლება ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანმოს მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვას უზრუნველყოფს. ეს შეეხება როგორც აეროპორტებსა და საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს, ისე სასტუმროებს, გიდების მომსახურებას, კვების ობიექტების, ასევე ნებისმიერი სახეობის ტრანსპორტის მუშაობას.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი >>

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ. ტურისტული სექტორი და სასტუმროები უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ სპეციალურ რეკომენდაციებს მიიღებენ.

მთავრობის გეგმის მიხედვით, საქართველოში ჩამოსული ტურისტები დაისვენებენ ისეთ კურორტებზე, როგორიცაა წყალტუბო, ბორჯომი, აბასთუმანი, ბაკურიანი, გუდაური, ბათუმი და ა.შ.

48
თემები:
COVID-19 საქართველოში