მოწევა კიდევ გაძვირდება: გეგმაშია ასაწონ თამბაქოზე გადასახადის გაზრდა

© photo: Sputnik / Alexander Kondratyuk / გადასვლა მედიაბანკშიმოწევის აკრძალვის ნიშანი
მოწევის აკრძალვის ნიშანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება ელეტროსიგარეტებზე აქციზის შემოღებასაც გეგმავს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ასაწონი თამბაქოს „ზომიერი დაბეგვრა" იგეგმება, განაცხადა ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

„თავიდანვე იგეგმებოდა დაბეგრილიყო ასაწონი თამბაქოც. შემდეგ, სამწუხაროდ, ეს პროცესი დიდხანს გაიწელა, ამიტომ აუცილებელია, რომ მოხდეს დაბეგვრა", – განაცხადა მაჭავარიანმა.

აღმართში დაწეული ქვა... ანუ თუთუნიც ძვირდება?!>>

მისი თქმით, გადასახადი დიდი არ იქნება.

„რასაკვირველია, ამით დაბალანსდება ის დანაკარგიც, როდესაც მომხმარებლის დიდი ნაწილი გადავიდა გადასახვევ თამბაქოზე, რომელიც საერთოდ არ იბეგრებოდა. შესაბამისად, დაბეგვრა მანდაც იქნება ზომიერი, ისე, რომ ხელმისაწვდომობა მაინც იყოს მწეველისთვის", – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, აქციზი დაწესდება ელექტრონულ სიგარეტებზეც.

საფერფლე - Sputnik საქართველო
SOS! საქართველოში თამბაქოს მოხმარების გამო ყოველწლიურად 11 ათასზე მეტი ადამიანი იღუპება

„პარლამენტში ამასთან დაკავშირებითაც შესულია ინიციატივა. აუცილებელია ესეც მოწესრიგდეს და მოექცეს დაბეგვრის რეჟიმში… ჩვენი რეგულაციები უნდა გაუტოლდეს ევროპულს. დღეს ჩვენი რეგულაციები ევროპულზე მკაცრია აღნიშნულ საკითხში", – განაცხადა მაჭავარიანმა.

საქართველოში 2017 წლის იანვრიდან ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ფასი 0,6 ლარით გაიზარდა და 1,7 ლარი შეადგინა. მოგვიანებით, 2019 წელს უფილტრო სიგარეტის აქციზი ფილტრიანის აქციზს გაუტოლდა.

2017 წლის 1 მაისიდან ქვეყანაში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმად, მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ადგილებში – ბარებში, კაფეებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და ნებისმიერი სახის შენობაში. გამონაკლისია რესტორნებისა და ბარების ღია ვერანდები ან ტერასები, კაზინოები და სხვ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

ყველა ახალი ამბავი
0