Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორც იქნა მოვეწონე ერთ გოგოს...“ – შორენა ბეგაშვილის ძაღლს ცოლი მოჰყავს

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილის ძაღლი
შორენა ბეგაშვილის ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შორენა ბეგაშვილის ძაღლს სანი ჰქვია, ის ბოლო დროს სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარული გახდა.

ახალი ამბავი არავისთვის არის ის ფაქტი, რომ მსახიობი შორენა ბეგაშვილი შინაური ცხოველების დიდი მოყვარულია. მას სახლში პატარა ძაღლი სანი ჰყავს, რომელსაც დაბადების დღეებსაც კი უხდის.

სულ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა პოსტი გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ის საკუთარი ძაღლისთვის „საცოლეს“ ეძებს.

„გამარჯობა, სანი ვარ. მე კარგი ამბები მაქვს, ამიტომ ვიცინი. მოკლედ, ცოტა ხნის წინ დამიწუნა ერთმა მსუქანიაო, მსუქანი არ ვარ, სრული ვარ მერე დედამ დიეტაზე დამსვა და ახლა, როგორც იქნა მოვეწონე ერთ გოგოს, ანუ მალე ცოლი მეყოლება.

შორენა ბეგაშვილის ძაღლი - Sputnik საქართველო
შორენა ბეგაშვილის ძაღლი აუზზე ნებივრობს - მხიარული ვიდეო

დედას ერთი სული აქვს ჩემი ლეკვი ყავდეს. ნეტა მერე მე ვეყვარები? არ ვიცი. გუშინ კი გავაბრაზე, ცოტა ფეხსაცმლის თასმა შევუჭამე, კუთხეში დამაყენა და „ტუშონკა“ აღარ მაჭამა. ეხ ცუდი დღე მქონდა, წავედი, ნეტა სად მივყავარ? ეთქვა მაინც იმედი მაქვს დასაბანად არა“, – წერს მსახიობი.

20 იანვარს ბოს 1 წელი შეუსრულდა და შორენამაც გადაწყვიტა მისთვის ეს დღე მადისაღმძვრელი ტორტით მიელოცა.

ყველა ახალი ამბავი
0