Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ მინდა თავი მოგაბეზროთ... იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა...“ – კოშკელიშვილი

© Photo: Nuki Koshkelishvili / FBნუკი კოშკელიშვილი
ნუკი კოშკელიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ნუკი კოშკელიშვილი ქართველ ვარსკვლავებს შორის სოციალურ ქსელში ყველაზე აქტიურია. საზოგადოებამ კარგად იცის ნუკის პირადი ცხოვრება, მისი მეუღლის პროფესია და შვილის ავადმყოფობაც კი.

მოდელი და მსახიობი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ტელეწამყვანი შტატებში დაოჯახდა და მალე ვაჟი შეეძინა. ამის შემდეგ მის მიმართ ყურადღება არ წყდება. ფეხმძიმობისას წონაში მოიმატა და, როგორც ჩანს, ეს აკომპლექსებს. სოციალურ ქსელში ჭარბწონიანი ქალები მისი დიეტებისა და პოსტების ირგვლივ გაერთიანდნენ, რათა ნუკისთან ერთად არასასურველი კილოგრამები მოიშორონ.

ყოფილმა მოდელმა, როგორც თავად აღნიშნავს, 8 კილოგრამი დაიკლო. ამ შედეგამდე ნუკი დიდი ძალისხმევის შედეგად მივიდა და სიხარულს ყველას უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ მსახიობი ახალი გამოწვევების წინაშე იყო. ამიტომ ახლა, არასასურველი კილოგრამების დაკლების შემდეგ სექსუალური ფოტოსესია გამართა. პიკანტურ ფოტოებზე ნუკის რადიკალური ცვლილება კარგად ჩანს.

ამჯერად მოდელს, როგორც ჩანს, დაკლებული წონის შენარჩუნება ადარდებს.

„ემიგრაცია იმაზე რთული ყოფილა ვიდრე ოდესმე წარმომედგინა... გენატრება შენი ქუჩა, დედა, მეგობარი, ბირჟაზე მუდამ ჩაცუცქული ზრდილობიანი ძველი ბიჭები, მაღაზია, სუნი, ხო აი თბილისის სუნიც მენატრება... მე არა და რა მიჭირს მივდივარ, მოვდივარ... არ მინდა ამით თავი მოგაბეზროთ, ჯობია მასწავლეთ როგორ არ ვჭამო სტრესისგან, რამე ხრიკები გეცოდინებათ...“, – წერს მოდელი.

ყველა ახალი ამბავი
0