Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„10 წელი ერთად...“ – გურამ კაშია მეუღლეს ქორწინების იუბილეს ულოცავს – ფოტოები

გამოწერა
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გურამ კაშია მეუღლესთან თამთა გიგაშვილთან და ქალიშვილთან ალექსანდრასთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა და ნიდერლანდების „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამ განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც მატჩზე ლგბტ დროშის სამკლაურით გამოვიდა. კაშიას მხრიდან ლგბტ თემის მხარდაჭერამ საქართველოში გარკვეულ წრეში პროტესტი გამოიწვია.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი მეუღლესთან თამთა გიგაშვილთან და ქალიშვილთან ალექსანდრასთან ერთად ჰოლანდიაში ცხოვრობს.

როგორც მისი მეუღლე იხსენებს, ერთმანეთი საერთო მეგობრის საშუალებით გაიცნეს. „გაცნობიდან ცოტა ხანში აღმოვაჩინეთ, რომ ერთმანეთი მოგვწონდა და უფრო მეტიც, გვიყვარდა კიდეც... შეყვარებულები ერთი წლის განმავლობაში ვიყავით, მერე კი დაოჯახება გადავწყვიტეთ. სხვათა შორის, ერთმანეთისთვის სიყვარული არ აგვიხსნია. სიტყვები არ იყო საჭირო საიმისოდ, რომ ურთიერთობა გაგვერკვია. მაშინ არც ისეთი პატარები ვიყავით – მეც და გურამიც 22 წლის გახლდით და გააზრებული გვქონდა, რა ხდებოდა ჩვენს თავს. ოჯახის შექმნაზეც ბევრი არ გვიფიქრია. ერთად თავს კომფორტულად ვგრძნობდით და ერთმანეთის ყოველთვის უთქმელად გვესმოდა“, – იხსენებს თამთა.

ცოტა ხნის წინ გურამმა თამთასთან ერთად გადაღებული ძველი ფოტოები გამოაქვეყნა და მეუღლეს ქორწინებიდან 10 წლის იუბილე ასე მიულოცა.

ყველა ახალი ამბავი
0