მარინა შუტოვა-გამსახურდია

მარინა შუტოვა-გამსახურდია: საქართველოს ვერშემჩნევა შეუძლებელია, ამით ის ვარდს ჰგავს

263
(განახლებულია 14:35 14.09.2019)

მარინა შუტოვა-გამსახურდია ათი წლის წინ გადმოსახლდა საქართველოში. პროექტის „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ფარგლებში ის თავად გიამბობთ საკუთარ შთაბეჭდილებებზე.

ჩემი მეუღლე ქართველია. ერთმანეთი გავიცანით მოსკოვის ინსტიტუტში, სადაც ერთად ვსწავლობდით. საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდით ნათესავების მოსანახულებლად და დასასვენებლად. მას შემდეგ კი, რაც ჩემი მეუღლის მამა გარდაიცვალა, დედა კი მარტო დარჩა, გარკვეული დროით საქართველოში დარჩენა გადავწყვიტეთ და საცხოვრებლადაც გადმოვედით. საქართველოში უკვე ათი წელია ვცხოვრობთ.

Ландшафтный дизанейр Марина Шутова-Гамсахурдия
© Sputnik / Alex Shlamov
მარინა შუტოვა-გამსახურდია - ლანდშაფტის დიზაინერი

პირველად თბილისი სტუდენტობისას ვნახე. ამ ქალაქით, მისი კოლორიტით, მენტალიტეტით მოვიხიბლე — აქაური ცხოვრების წესზე დაკვირვება სიამოვნებას მანიჭებდა.

საქართველო აბსოლუტური მშვენიერების ქვეყანაა! აქ არის მთებიც, მინდვრებიც, მდინარეებიც, ტბებიც, ზღვაც - თითქმის ყველა კლიმატური ზონა. ძალიან დიდი მრავალფეროვნებაა, მაგრამ ამავე დროს ყველაფერი ძალიან კომპაქტურია და შეკრული.  

ქართული სამზარეულო თავიდანვე მომეწონა. უკვე ვარჩევ ნიუანსებს და თავადაც ვისწავლე ქართული კერძების მომზადება. ადრე ყველაფერი მეტისმეტად ცხარე მეჩვენებოდა. ახლა კი  სხვა ქვეყნების კერძები მგონია უმარილო.

Сад Марины Шутовой-Гамсахурдия
© Sputnik / Alex Shlamov
მარინა შურ~ტოვა-გამსახურდიას „ქართული“ ბაღი

ქართველები, უდავოდ, ძალიან გულისხმიერი ხალხია. მათ უყვართ და იციან ქეიფი და დროსტარება, მომზადება, სტუმრების დახვედრა - ეს ყველამ იცის. თბილისი მეგაპოლისი არ არის და, შესაბამისად, აქ არც ისეთი გიჟური რიტმია, როგორიც მოსკოვში. უფრო ახალგაზრდა რომ ვიყო, ალბათ ისევ მოსკოვში ცხოვრებას ვამჯობინებდი, რადგან მიყვარს ეს ქალაქი და მისი ცხოვრების რიტმი, მაგრამ ასაკთან ერთად ეს ტემპი გღლის.

სრულიად აღმაფრთოვანა სვანეთმა. ვისხედით ვერანდაზე მეგობრებთან ერთად, რომლებიც ასევე რუსეთიდან ჩამოვიდნენ, გავცქეროდით მთებს და ვტკბებოდით უზარმაზარი მთვარის ცქერით. ცხოვრებაში მსგავსი არაფერი მინახავს - ისეთია, როგორიც კინოში: ძალიან სწრაფად ამოდიოდა მთებიდან. მონუსხულები ვიყავით.

ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან ჩემი პროფესია და ჰობი ერთიმეორეს ემთხვევა. მაქვს ორი უმაღლესი განათლება - ჯერ თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, მაგრამ მერე მივხვდი, რომ უფრო მეტად მცენარეები მიტაცებდა. ერთხელ დავფიქრდი, რამ განაპირობა ჩემი არჩევანი, და გამახსენდა, რომ ბავშვობაში მშობლების აგარაკზე მიყვარდა ყვავილების დარგვა. მთავარი იყო, ყვავილები არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას ჰქონდა. მერე რამდენიმე კურსი გავიარე და გადავწყვიტე, მეორე სპეციალობას დავუფლებოდი.

Ландшафтный дизанейр Марина Шутова-Гамсахурдия
© Sputnik / Alex Shlamov
ვარდების ხეივანი მარინა შუტოვა-გამსახურდიას ბაღში

სხვათა შორის, საქართველოში მუშაობა ძალიან რთულია, რადგან აქ ყვავილების მწირი ასორტიმენტია — ძირითადად ბუჩქები, ხეები და ვარდებია. და რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, რომ საკმარისია, ტოტი მიწაში ჩაარჭო და ის თავისით გაიზრდება. მაგრამ ლანდშაფტურ ბაღებს სერიოზული მოვლა სჭირდება, აქ ამისთვის მზად არ არიან. შემხვედრიან კლიენტები, რომლებსაც მთელი სერიოზულობით უკითხავთ, მორწყვაც საჭიროაო? მე კი ვეუბნები: „დიახ, სიცხეში — ყოველდღე“.

ამ ყველაფრის მიუხედავად, პროგრესი მაინც შეინიშნება. აქ რომ ჩამოვედი, პროფესია „ბაღის დიზაინერი“ საერთოდ არ არსებობდა. ყველა თავად რგავდა, უსისტემოდ. ახლა ვხედავ, როგორ აცნობიერებენ ადამიანები ნელ-ნელა, რომ საჭიროა არა მხოლოდ სახლის აშენება, არამედ იმის მოფიქრებაც, თუ როგორი იქნება ბაღი და კარ-მიდამო.

ზურა შევარდნაძის ბაღში ვიყავი — ის არაჩვეულებრივად შრომისმოყვარე ადამიანია და პატივისცემას იმსახურებს. პირველია, ვინც მსგავსი რამ შექმნა საქართველოში.

აი ბოტანიკურმა ბაღმა კი ღარიბი კოლექციით გამაკვირვა. პირველად რომ მივდიოდი დასათვალიერებლად, ვფიქრობდი, რომ საქართველოს უნიკალური კლიმატისა და ლანდშაფტის პირობებში, რაღაც წარმოუდგენელს ვნახავდი და აღვფრთოვანდებოდი. მაგრამ პირიქით მოხდა. დღეს, რასაკვირველია, იქ გარკვეული ძვრები შეინიშნება. ბოლო დროს მრავალფეროვანი მცენარეები გაჩნდა.

Сад Марины Шутовой-Гамсахурдия
© Sputnik / Alex Shlamov
ლანდშაფტის დიზაინერის ქმნილება - მარინა შუტოვა-გამსახურდიას ბაღი საქართველოში

იცით, თურმე როგორ გამოიყურებოდა ადრე ქართული ბაღის „თაიგული? ეს ერთგვარი „ჯენტლმენური კრებული“ ყოფილა: უნდა დარგულიყო ვაზი, გაშენებულიყო ხეივანი, იქვე ბზა, პალმა, იუკა და ვარდი.

რომ მკითხონ, რომელ ყვავილს შედარებდი საქართველოსო, მაშინვე ვუპასუხებ - ვარდისფერ ვარდს−მეთქი. ეს ძალიან ნათელი და თვალშისაცემი ყვავილია, რთულია, ვერ შენიშნო. საქართველოც ასეთია - მისი ვერშემჩნევა შეუძლებელია. თანაც, აქ ძალიან უყვართ ვარდი, ის ძალიან, ძალიან ქართული ყვავილია. თითქმის არ შემხვედრია ეზო და ბაღი, სადაც ვარდი არ ხარობს - ეს გამორიცხულია...

 

263
თემები:
უცხოელის თვალით დანახული საქართველო (79)
ტესტი კოორნავირუსზე

კორონავირუსი საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

36
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 828 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 192 პაციენტია.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა სამით გაიზარდა და 951-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 828 ადამიანი, გარდაცვლილია – 15, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 192 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

36
თემები:
COVID-19 საქართველოში
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/5 ივლისი

85668
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 5 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 948 ადამიანს შეადგენს, აქედან 825 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3569, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 199 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
85668
თემები:
COVID-19 საქართველოში