Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით, ტიროდა...“ – გიორგი გაბუნია დედაზე

© Photo: Giorgi Gabunia / FBგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია, ასევე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე 20 აგვისტოს გაუშვეს.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი მაყურებელს „მთავარ არხზე“ ახალი გადაცემით – „სხვა ნანუკა“ დაუბრუნდა. პირველი გადაცემის სტუმრები ნიკა გვარამია, გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე და არხის სხვა თანამშრომლები იყვნენ.

გიორგი გაბუნიამ გადაცემაში თავისი და დედის, ცნობილი ტელეწამყვანის ჯულიეტა ვაშაყმაძის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება.

„პირველად, როცა მძაფრი განცხადებები დავიწყე ხელისუფლების მიმართ, დედაჩემისთვის მიუღებელი იყო. როდესაც მუქარები მოისმინა ჩემი მისამართით, ვიღაცები რეკავდნენ... ვჩხუბობდით. ერთხელ წელიწადზე მეტხანს არ ვლაპარაკობდით. როცა ნახა ეს მეთოდები არ ჭრიდა, ტირილი დაიწყო“, – განაცხადა ტელეწამყვანმა.

გიორგი გაბუნიას თქმით, დედა მის გადაცემებს აღარ უყურებს და თუ ვინმე რამეს ეტყვის, ეუბნება, რომ არ აინტერესებს, რადგან შეეჩვია, რომ მისი შვილი ასეთია.

„ნიკამაც რომ დაიწყოს ახლობლების განცდებზე ფიქრი, ვერაფერს ვერ გააკეთებს... რაღაცები შიგნით გროვდება და ვთვლი, აღარ მაქვს უფლება რიგითი ადამიანივით მოვიქცე“, – განაცხადა გაბუნიამ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ტელეწამყვანები ნანუკა ჟორჟოლიანი და გიორგი გაბუნია, ასევე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე 20 აგვისტოს გაუშვეს.

„რუსთავი 2“-მა მფლობელები ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებისთანავე, 18 ივლისს გამოიცვალა. არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

1994 წელს დაფუძნებულმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არაერთხელ შეიცვალა მფლობელი. ქიბარ ხალვაშმა 2015 წელს სასამართლოში სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ 2006 წელს მას ტელეკომპანია წაართვა. რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნესმენმა საქმე სამივე ინსტანციის სასამართლოში მოიგო. ამის შემდეგ საქმის განხილვა გაგრძელდა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, რომელმაც საქართველოს სასამართლოს საქმისწარმოებაში დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

ყველა ახალი ამბავი
0