ძველი თბილისი

დიეტების ბუმი საქართველოში: ქვეყანა დიეტებით შეპყრობილი ქვეყნების ტოპ-ათეულში შევიდა

143
(განახლებულია 14:47 11.09.2019)
ცნობილია დიეტა, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველო ინტერნეტის საშუალებით დიეტებისა და გასახდომი პროდუქტების მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში შევიდა – რეიტინგი კულინარიულმა პორტალმა Chef's Pencil-მა შეადგინა.

გამოცემამ ჩაატარა კვლევა – Google Trends-ის პლატფორმაზე დიეტების თემის ძიების მონაცემები გააანალიზა. საქართველო ამ სიაში მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.

რეიტინგის ლიდერთა სამეულში არიან პოლონეთი, ავსტრალია და აშშ. შემდეგ მოდიან ახალი ზელანდია, მოლდოვა და სამხრეთ აფრიკა. ტოპ-ათეულს ასრულებენ ლიბანი, კანადა და დიდი ბრიტანეთი.

იმ ქვეყნებს შორის, რომლის მოსახლეობა გახდომის თემითაა დაინტერესებული, ასევე არიან ხორვატია, ყატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ირლანდია, რუმინეთი, საბერძნეთი, იტალია, ჩეხეთი, ქუვეითი და რუსეთი.

გარდა ამისა, დასახელდა დიეტებით შეპყრობილი ქალაქების ტოპ-10, რომელშიც თბილისი არ არის შესული. მასში იხილავთ ვარშავას, ბრისბენს, სიდნეის, მელბურნს, ჰიუსტონს, ნიუ-იორკს, ლოს-ანჯელესს, რომს, ჩიკაგოსა და ტორონტოს.

რაც შეეხება საქართველოს, Chef's Pencil-ის კვლევამ აჩვენა, თუ კონკრეტულად რომელი დიეტით ინტერესდებიან ქართველები – ეს ცნობილი დუკანის დიეტაა.

„ამ საკამათო დიეტამ ნახშირწყლების დაბალი შემცველობით რამდენიმე ეტაპად უნდა იმუშაოს, რომ დაარეგულიროს და შემდეგ შეინარჩუნოს სწორი ნივთიერებათა ცვლა. ასევე საინტერესოა, რომ საქართველოში იზრდება ინტერესი ჩაისადმი, ხოლო კვებასთან დაკავშირებით ოფიციალური რეკომენდაციით, ჩაის მიღება რკინით მდიდარ პროდუქტებთან ერთად არასასურველია", – ნათქვამია მასალაში.

ასევე ანგარიშში წარმოდგენილია სტატისტიკა, რომელიც უჩვენებს, რომ ადამიანები უფრო მეტად დიეტებით ახალი წლის დასაწყისში ინტერესდებიან. კვლევის ავტორის განცხადებით, მსოფლიოს დიდი ნაწილი ახალ წელს უყურებს როგორც ცხოვრების წესის შეცვლის საუკეთესო პერიოდს. ამასთან, დიეტებისადმი ინტერესი წლის ბოლოსთვის ნელდება.

143
თემები:
მსოფლიო დღეს (1914)
აბანოთუბანი

ონლაინ–ექსკურსია საქართველოში: რუსეთში ქართველებისთვის სპეცპროექტი დაიწყო

4
(განახლებულია 09:37 06.08.2020)
საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

თბილისი, 6 აგვისტო  — Sputnik.  რუსეთში ქართული დიასპორისთვის უფასო ონლაინ–გასეირნების პროექტი ჩაეშვა, რომლის ინიციატორიც ქართულ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდია. 

საინტერესოა, რომ ფორმატი ითვალისწინებს არა მარტო ვირტუალურ მოგზაურობას, არამედ გიდისთვის კითხვების დასმასაც. ექსკურსიას უხელმძღვანელებს საქართველოს სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის თანადამფუძნებელი და წევრი, 2018 წლის პრემია „საუკეთესო გიდის“ ლაურეატი მარიკა სილაგაძე.

 „ჩვენი კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტი  შესაძლებლობას იძლევა პროფესიონალ გიდთან ერთად საქართველოში მოხვდეთ, ერთად გაისეირნოთ სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, გაიგოთ ბევრი რამ ქვეყნის ისტორიის, არქიტექტურისა და კულტურის შესახებ, მოხვდეთ ჩვენი ისტორიული სამშობლოს აქამდე უცნობ ადგილებში. ჯერჯერობით აღნიშნული პროექტი მხოლოდ დიასპორებზეა გათვლილი, მაგრამ გამორიცხული არაა, რომ დროთა განმავლობაში მასში ჩაერთვება ყველა ის ადამიანი, ვისაც საქართველოს გაცნობა სურს“, – განაცხადა ქართუ–რუსული ურთიერთობების აღორძინებისა და განვითარების ფონდის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ.

საქართველოს დედაქალაქში პირველი ონლაინ–ექსკურსია 2020 წლის 15 აგვისტოს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე მოეწყობა.

ონლაინ–ექსკურსიაზე უფასოდ ჩაწერა შესაძლებელია აქ.

4
თელასი

„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 6 აგვისტოს

36
(განახლებულია 23:00 05.08.2020)
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 6 აგვისტოს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოძიაშვილის, ფანასკერტელ-ციციშვილის და ბახტრიონის ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და სამხედრო გზატკეცილის მოსახლეობას.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა- ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, პეტრე ქავთარაძის, მიხეილ თამარაშვილის, მარიკა ბარათაშვილის, ედიშერ მაღალაშვილის, უნივერსიტეტის, გიორგი გეგეჭკორის, კალისტრატე ქუთათელაძის, ოთარ ლორთქიფანიძის, მედეა ჩახავას და ოთარ ჩხეიძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მინდელის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის და ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ავლაბარი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ევროპის მოედნის, პირველი რესპუბლიკის მოედნის, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, გონაშვილის, მეტეხის, მეფე სოლომონ ბრძენის, მარტყოფის, ხივინის, ქურხულის, ახმეტის, სევანის, ლადო მესხიშვილის, ისნის, მაჭარის,

მახათას, დედოფლისწყაროს, ბოროდინის, ფაღავას, ლაგოდეხის, ფერიცვალების, ღვინის აღმართის, ობსერვატორიის, კონსტანტინე ერისთავის, ერევნის, ირბახის, წურწუმიას, ცისკრის, იუსტინე აბულაძის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის, ნიკოლოზ იზაშვილის, ბადიაურის, თელავის, ალადაშვილის, დმანისის, სართიჭალის, ხერხეულიძის, ალიხანიანის, დუტუ მეგრელის, ნასაკირალის, რუისის, ჩეხოვის, ურბნისის, იუსტინე ჩუბუნიძის, მთავარანგელოზის და ფოსტის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, მიხეილ თამარაშვილის, გიორგი წერეთლის და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელასა და სოფელი წავკისის მოსახლეობას.

დიდუბის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ფოთის, ბათუმის, ვახუშტი ბაგრატიონის და თევდორე მღვდლის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ზემო ფონიჭალის დასახლების, ფონიჭალის III მიკრორაიონის, გარდაბნის გზატკეცილის, მარნეულის გზატკეცილის, ლომინაძის, სურგულაძის, ანდრო ჟორდანიას, ლევან ღოღობერიძის და ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, გორგასლის და სადგურის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, გომარეთის, ახტალის და ბახმაროს ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლიბანის და ბარალეთის ქუჩების მოსახლეობას.

12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

36
თემები:
თბილისი დღეს