საკლასო ოთახი

საქართველოში პროფგადამზადების მორიგი ეტაპი იწყება

83
(განახლებულია 16:18 11.09.2019)
კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტო სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის მორიგ ეტაპს იწყებს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

პროფესიულ კურსებზე სწავლის ყველა მსურველს სააგენტო სპეციალურ ვაუჩერს გადასცემს, რომლის მაქსიმალური ღირებულება 1 ათას ლარს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის კი 1,5 ათას ლარს შეადგენს. მოქმედებს მოკლევადიანი კურსები, რომლებიც ორიდან ოთხ თვემდე გრძელდება.

მომზადება-გადამზადების პროგრამები ქვეყნის შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე შემუშავდა, რომელმაც ის 41 პროფესია გამოავლინა, რაზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია. ამ პროფესიებს შორისაა: გიდი, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, შემდუღებელი, მცენარეთა დაცვის ტექნიკოსი, ბარმენი, ვებ-პროგრამისტი, ბაგა-ბაღის აღმზრდელი და სხვ.

მოკლევადიანი კურსების გავლას მსურველები 24 კერძო და სახელმწიფო აკრედიტებულ, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეძლებენ.

სამუშაოს მაძიებელმა რეგისტრაციისთვის სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს უნდა მიმართოს საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად. სწავლის დასაფინანსებლად სპეციალურ ვაუჩერებსაც სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები გასცემენ. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სოციალურად დაუცველის და დევნილის სტატუსის მქონე პირებს.

კურსების გავლის მსურველთა რეგისტრაცია 12 სექტემბრიდან დაიწყება და 20 სექტემბრამდე (ჩათვლით) გაგრძელდება. სასწავლო პროცესი კი 25 სექტემბერს დაიწყება.

საქართველოში სახელმწიფოს დახმარებით ბოლო წლების განმავლობაში დასაქმება დაახლოებით 5 ათასმა ადამიანმა შეძლო. სტატისტიკა განსაკუთრებით 2018 წელს გაიზარდა, როდესაც დასაქმება 1,8 ათასზე მეტმა ადამიანმა შეძლო.

ვებ-გვერდი worknet.gov.ge საქართველოს მთავრობამ უმუშევრობასთან ბრძოლის მიზნით შექმნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ვაკანსიები იპოვოს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემების თანახმად, 2018 წელს უმუშევრობის დონე ქვეყანაში 1,2%-ით შემცირდა და 12,7% შეადგინა.

83
თემები:
განათლება საქართველოში (270)
შრი-ლანკიდან დაბრუნებული მეზღვაურები

სახელმწიფოს დახმარებით: ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდნენ

13
(განახლებულია 15:57 05.08.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, დაიშვა გამონაკლისი და კომპანია „ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტის“ გემის ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. ქართული ეკიპაჟი შრი-ლანკიდან სამშობლოში დაბრუნდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

მეზღვაურები საქართველოში, სახელმწიფოს დახმარებით, ავიაკომპანია My way Airlines-ის სპეციალური ავიარეისით ჩამოვიდნენ.

სააგენტოს ხელმძღვანელობის ინფორმაციით, თავად სააგენტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ინდოეთში საქართველოს ელჩ არჩილ ძულიაშვილის დახმარებით, მოხერხდა დაშვებულიყო გამონაკლისი და კომპანია „ელ-ვიქტორ ქრუ მენეჯმენტის“ გემის ეკიპაჟი ისევ სრულად ქართველი მეზღვაურებით შეიცვალა.

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთს დაშვებული აქვს მეზღვაურთა შეცვლა თავის ტერიტორიაზე, საკარანტინე სივრცეების გადატვირთვისა და ფრენების გადადების გამო, ეკიპაჟის წევრების როტაცია რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა. სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობის შემდეგ, გახდა შესაძლებელი ჩვენი 34 მეზღვაურის შეცვლა“, — განაცხადა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტს, რომ პანდემიის ფონზეც კი გახდა შესაძლებელი, შექმნილიყო მოთხოვნა ქართველ მეზღვაურებზე „და დღეს ისინი ისეთ პოზიციებზე საქმდებიან, სადაც ადრე სხვა ეროვნების მათი კოლეგა მეზღვაურები საქმდებოდნენ”“.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს მოქალაქე 4000-მდე მეზღვაურს დაეხმარა. 

13
ნინო ნადირაძე

„ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე იყო ჩემს ცხოვრებაში“ ნინო ნადირაძე ფოტოს აქვეყნებს

1042
(განახლებულია 14:21 31.07.2020)
ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე საიდუმლოს ამხელს და სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ დღის ფოტოს, რომელიც მისთვის ყველაზე მძიმე იყო.

ნინო ნადირაძე-კუზანოვა ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, პაციენტებისთვის საყვარელი ექიმია და არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია, ხოლო მაყურებლისთვის დახვეწილი იუმორის მქონე არაჩვეულებრივი ქალბატონია. მას კარგი გემოვნება აქვს, მუდამ დახვეწილად აცვია და ძალიან უყვარს მოდური „ლუქებით“ სოციალურ ქსელში ახალ-ახალი ფოტოების გამოქვეყნება.

ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა „ინსტაგრამზე“ მუქ ფერებში გადაწყვეტილი „ლუქით“ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ არასდროს უნდა დაუჯეროთ ფოტოზე ბედნიერ გამომეტყველებას, რადგან ამ ფოტოს გადაღების დღე ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო მის ცხოვრებაში.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

 

საქართველოში კუზანოვების ოჯახი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან პოპულარულია. კუზანოვების ოჯახის თითოეულ წევრს უამრავი ადამიანი იცნობს. მათი ოპერაციების შესახებ ლეგენდები დადის. ოჯახის უმცროსი წევრებიც ბაბუის ნაბიჯებს მიჰყვებიან და მომავალი ექიმები არიან. მათ შორის არის ბაია კუზანოვიც, გუგას და ნინოს ქალიშვილი.

View this post on Instagram

A post shared by nino (@ninonadiradze) on

ნინო და გუგა კუზანოვებმა ოჯახი 27 წლის წინ შექმნეს. წყვილი შეუდარებლად გამოიყურება. ექიმები 1993 წელს შეუღლდნენ. ურთიერთგაგებითა და ერთმანეთის მხარდაჭერით ბევრს მიაღწიეს. ნინო ნადირაძე-კუზანოვასა და მის მეუღლეს გუგა კუზანოვს შესანიშნავი სამსართულიანი სახლი აქვთ, რომელსაც ოთხი წელი აშენებდნენ.

1042
თემები:
სელებრითების ცხოვრება